რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბავშვები კორონავირუსის შესახებ (Audio)
„იცი რა არის კორონავირუსი? კორონავირუსის ფუფუა მტკიოდა აქ და აქ,
არაფერიც არ მომივიდა. არ მიკეთებდნენ პირბადეს და არ მივდიოდი
მაღაზიაში. დედიკომ მითხრა, რომ ვირუსი შეგხვდებაო. ეზოშიც არ
ვთამაშობდი, მარტო სახლში ვიყავი ჩემს დაიკოსთან ერთად. კამფეტები ვერ
ვიყიდე მაღაზიაში. მამიკო სულ ტელევიზორს უყურებდა და ბრაზდებოდა, რომ
ლაპარაკობდნენ. ჩემს დაიკოს ეშინოდა და მე არ მეშინოდა, არ მეშინოდა,
თუ დავახველებდი“,- ამბობს 3
წლის ლიზო
“ტელევიზორში გვეუბნებიან, კორონა ვირუსი არისო და არ გახვიდეთ გარეთო და მაინც გავდივართ. დედიკო მიყიდის ხოლმე პირბადეს და მიკეთებს. კატო მენატრებოდა და ბორჯომში ვერ მივდიოდი, იმიტომ, რომ კორონავირუსის მეშინოდა, რომ სიცხეს არ მოეცა და არ დამეხვლებინა. სახლში რომ ვიყავი, დაიკეტა ბაღი და მოქონდათ ჩემთან საჭმელი. რომ გავსინჯე, არ მომეწონა ეგ საჭმელი და გავბრაზდი“ , - ამბობს 4 წლის ელენე.
„კორონა არის საშინელი ვირუსი, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს. ჩაკეტილები რომ ვიყავით, ყველაზე მეტად სკოლა მენატრებოდა, მეგობრებთან თამაში და გართობა, მაგრამ სახლში ვიყავი და ვხატავდი ან მეგობრებს ვურეკავდი. ჩემს დაიკოსთანაც ვთამაშობდი და დედას მის გაზრდაში ვეხმარებოდი“, - ამბობს 9 წლის საბა.
ახალი დელტა შტამი და ბავშვები
ახალი დელტა შტამი, რომელიც ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღის დროს გავრცელდა, ადვილად გადამდებია და განსაკუთრებით ბავშვებში ცირკულირებს. ხშირ შემთხვევაში ახალი შტამით ინფიცირებულ ბავშვს სუნთქვის უკმარისობა ეწყება და მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი ხდება.
გარდა იმისა, რომ ვისრუსი ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობას ვნებს, ის აგრეთვე მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას აყენებს ზიანს. 2020 წლის მარტის თვეში დაწყებულმა პანდემიურმა პროცესებმა მთლიანად შეცვალა პატარების ცხოვრების რეჟიმი. გარშემო არსებულმა შიშმა და გაურკვევლობამ მათ სულიერ მდგომარეობაზეც იმოქმედა, რამაც ბავშვებს პატარა კოვიდდარდები გაუჩინა.
იმისათვის, რომ პანდემიის გამო ბავშვი ნაკლებად დაისტრესოს, ფსიქოლოგი თამარ შეწირული გვთავაზობს ყურადვიღოთ მათი ინდივიდუალიზმი და განვითარების ეტაპები.
„ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მშობლის ჩართულობა, რა სიხშირით არის დღის მანძილზე და რა აქტივობებს სთავაზობს ბავშვს. ზოგად ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, ყველა ტიპის ბავშვისთვის პანდემიის პერიოდი რთული იყო. განსაკუთრებით, მკაცრი აკრძალვების პერიოდში, როდესაც ყველა ვერ ახერხებდა გართ გასვლასა და განტვირთვას, ვგულისხმობ მათ, ვისაც კერძო სახლი არ აქვს და ვერ ახერხებდა ბავშვის ეზოში გაყვანას. მათი უმრავლესობა მიეჯაჭვა ეკრანებს, რაც იწვევს რიგ პრობლემებს, როგორიცაა ქცევითი, მეტყველებითი და კომუნიკაციის პრობლემები. ამ შმეთხვევაში, ასაკსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პატარა ბავშვებში პანდემიამ უფრო რთულად იჩინა თავი, თითქმის ყველა ზემოთხსენებული პრობლემა, ქცევითი, მეტყველების თუ კომუნიკაციის სახეზე იყო. სკოლის ასაკის ბავშებში ეკრანზე დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, თუმცა სხვა სახის პრობლემები პრაქტიკაში არ მქონია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანი აგრესიის მატებასაც იწვევს. თუმცა პანდემიის პერიოდს მაინც ჰქონდა დადებითი მხარეც. თუნდაც ის, რომ ბავშებმა ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატარეს, რაც ხშირ შემთხვევაში პოზიტიურ განწყობას ქმნიდა“,- გვიხსნის ფსიქოლოგი თამარ შეწირული, თან დასძენს რომ პანდემიამ განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშები დააზარალა, რომლებსაც სჭირდებიდათ სპეციალური ადრეული განვითარების თერაპიები, რასაც სპეციალურ ცენტრებში გადიოდნენ.
„სამწუხაროდ, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშებისათვის თერაპიების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა არ ქმნის მუშაობის იმ ხარისხს, რაც მათ განვითარებისათვის სჭირდებათ. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ ეკრანის გამოყენება ხდებოდა ხშირად და ამ ბავშების შემთხვევებშიც მოხდა კომპიუტერებზე და გაჯეტებზე მიჯაჭვა. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ხშირ შემთხვევაში მშობლებს უჭირთ მათთან მუშაობა და რთული ქცევის მართვა ეკრანის საშუალებით მათთვის გამოსავალია“,-ამბობს თამარ შეწირული.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პანდემიამ ნეგატიური შედეგები უფრო გამოიღო ყველა ტიპის ბავშვთან მიმართებაში, ვიდრე პოზიტიური და იმედოვნებს, რომ ბავშვები მკაცრი რეგულაციებისა და სახლებში ჩაკეტვის მდგომარეობას აღარ დაუბრუნდებიან.
„ მქონდა შემთხვევები, როდესაც ბავშვის ვირუსისადმი ემოციური დამოკიდებულება საკმაოდ მძაფრი იყო. ასე ვთქვათ, ამ ყველაფერის შიშის სახე მიეცა, რისი მიზეზიც მეტ წილად ოჯახში დათესილი პანიკა გახლდათ. ამიტომ ბავშვების თანდასწრებით, ნუ შექმნით ზედმეტ ემოციას არსებულ სიტუაციაზე“-, გვიხსნის ფსიქოლოგი თამარ შეწირული.
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამეენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ლია ლაზარაძე ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შვილების დაავადებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
“ გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალება, პირბადე, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სოციალიზაციისგან. ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მოზრდილმა მოსახლეობამ ჩაიტაროს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამით თქვენ თქვენს შვილებს შვილიშვილებს დაიცავთ დაავადებისგან. დედათა და ბავშვთა ცენტრი იავნანა ჩეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აქ შემოსულ ყველა პაციენტს უტარდება ტესტირება კოვიდინფექციაზე ანტიგენის სწრაფი ტესტით, საჭიროების შემთხვევაში პისიარ ტესტითაც. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხორციელდება პაციენტის რეფერალი პროტოკოლის შესაბამისად კოვიდ კლინიკებში ან ოჯახის ექიმთან. ამრიგად კლინიკა იავნანა არის კოვიდისგან თავისუფალი გარემო და ნებისმიერი სხვა პათოლოგიების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ“,-აღნიშნავს ლია ლაზარაშვილი.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;
• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;

"თავიდან
გავიგე, რა თქმა უნდა, ტელევიზორით და რაც უფრო მეტი ინფიცირებული
იყო, მეც უფრო მჯეროდა ამ ამბის. ნუ, რა თქმა უნდა, შიში იყო, რაც
ახალია, ადამიანებს მით უფრო ეშინიათ. ამიტომ ყოველთვის ვატარებდი
პირბადეს და ვცდილობდი სახლიდან გარეთ არ გავსულიყავი. თუ
შემხვდებოდა, არ ვიცოდი, იქნება რთულად გადამეტანა. შესაძლოა იოლად,
მაგრამ მაინც არ მინდოდა, რომ შემხვედროდა. მაწუხებდა, რომ ვერ
გავდიოდი გარეთ, ვერ მივდიოდი სკოლაში და ვერ ვნახულობდი ჩემს
მეგობრებს. სახლში ხშირად ტელევიზორს ვუყურებდი, ვკითხულობდი წიგნებს
და ვცდილობდი, რომ თავი გამერთო. ონლაინ ვემეგობრებოდი ჩემს
მეგობრებს. ახლა უფრო რთულად არის სიტუაცია და ვფიქრობ, რომ უნდა
დავიცვათ წესები, ვატაროთ პირბადე, ავიცრათ მოსახლეობის 100% იმიტომ,
რომ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ. მე მაწუხებს
ის, რომ ესეთი სიტუაციაა და ზოგი ადამიანი არ იცავს წესებს და
სიტუაცია უფრო მძიმდება. ამის გამო ვერ გავდივარ გარეთ და რაც მე უნდა
გავაკეთო, იმას ვერ ვაკეთებ",- აბობს 12 წლის
ცოტნე.
ახალი დელტა შტამი და ბავშვები
ახალი დელტა შტამი, რომელიც ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღის დროს გავრცელდა, ადვილად გადამდებია და განსაკუთრებით ბავშვებში ცირკულირებს. ხშირ შემთხვევაში ახალი შტამით ინფიცირებულ ბავშვს სუნთქვის უკმარისობა ეწყება და მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი ხდება.
გარდა იმისა, რომ ვისრუსი ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობას ვნებს, ის აგრეთვე მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას აყენებს ზიანს. 2020 წლის მარტის თვეში დაწყებულმა პანდემიურმა პროცესებმა მთლიანად შეცვალა პატარების ცხოვრების რეჟიმი. გარშემო არსებულმა შიშმა და გაურკვევლობამ მათ სულიერ მდგომარეობაზეც იმოქმედა, რამაც ბავშვებს პატარა კოვიდდარდები გაუჩინა.
იმისათვის, რომ პანდემიის გამო ბავშვი ნაკლებად დაისტრესოს, ფსიქოლოგი თამარ შეწირული გვთავაზობს ყურადვიღოთ მათი ინდივიდუალიზმი და განვითარების ეტაპები.
„ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მშობლის ჩართულობა, რა სიხშირით არის დღის მანძილზე და რა აქტივობებს სთავაზობს ბავშვს. ზოგად ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, ყველა ტიპის ბავშვისთვის პანდემიის პერიოდი რთული იყო. განსაკუთრებით, მკაცრი აკრძალვების პერიოდში, როდესაც ყველა ვერ ახერხებდა გართ გასვლასა და განტვირთვას, ვგულისხმობ მათ, ვისაც კერძო სახლი არ აქვს და ვერ ახერხებდა ბავშვის ეზოში გაყვანას. მათი უმრავლესობა მიეჯაჭვა ეკრანებს, რაც იწვევს რიგ პრობლემებს, როგორიცაა ქცევითი, მეტყველებითი და კომუნიკაციის პრობლემები. ამ შმეთხვევაში, ასაკსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პატარა ბავშვებში პანდემიამ უფრო რთულად იჩინა თავი, თითქმის ყველა ზემოთხსენებული პრობლემა, ქცევითი, მეტყველების თუ კომუნიკაციის სახეზე იყო. სკოლის ასაკის ბავშებში ეკრანზე დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, თუმცა სხვა სახის პრობლემები პრაქტიკაში არ მქონია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანი აგრესიის მატებასაც იწვევს. თუმცა პანდემიის პერიოდს მაინც ჰქონდა დადებითი მხარეც. თუნდაც ის, რომ ბავშებმა ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატარეს, რაც ხშირ შემთხვევაში პოზიტიურ განწყობას ქმნიდა“,- გვიხსნის ფსიქოლოგი თამარ შეწირული, თან დასძენს რომ პანდემიამ განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშები დააზარალა, რომლებსაც სჭირდებიდათ სპეციალური ადრეული განვითარების თერაპიები, რასაც სპეციალურ ცენტრებში გადიოდნენ.
„სამწუხაროდ, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშებისათვის თერაპიების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა არ ქმნის მუშაობის იმ ხარისხს, რაც მათ განვითარებისათვის სჭირდებათ. ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ ეკრანის გამოყენება ხდებოდა ხშირად და ამ ბავშების შემთხვევებშიც მოხდა კომპიუტერებზე და გაჯეტებზე მიჯაჭვა. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ხშირ შემთხვევაში მშობლებს უჭირთ მათთან მუშაობა და რთული ქცევის მართვა ეკრანის საშუალებით მათთვის გამოსავალია“,-ამბობს თამარ შეწირული.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ პანდემიამ ნეგატიური შედეგები უფრო გამოიღო ყველა ტიპის ბავშვთან მიმართებაში, ვიდრე პოზიტიური და იმედოვნებს, რომ ბავშვები მკაცრი რეგულაციებისა და სახლებში ჩაკეტვის მდგომარეობას აღარ დაუბრუნდებიან.
„ მქონდა შემთხვევები, როდესაც ბავშვის ვირუსისადმი ემოციური დამოკიდებულება საკმაოდ მძაფრი იყო. ასე ვთქვათ, ამ ყველაფერის შიშის სახე მიეცა, რისი მიზეზიც მეტ წილად ოჯახში დათესილი პანიკა გახლდათ. ამიტომ ბავშვების თანდასწრებით, ნუ შექმნით ზედმეტ ემოციას არსებულ სიტუაციაზე“-, გვიხსნის ფსიქოლოგი თამარ შეწირული.
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამეენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ლია ლაზარაძე ქვეყანაში გამწვავებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შვილების დაავადებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
“ გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალება, პირბადე, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სოციალიზაციისგან. ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მოზრდილმა მოსახლეობამ ჩაიტაროს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამით თქვენ თქვენს შვილებს შვილიშვილებს დაიცავთ დაავადებისგან. დედათა და ბავშვთა ცენტრი იავნანა ჩეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. აქ შემოსულ ყველა პაციენტს უტარდება ტესტირება კოვიდინფექციაზე ანტიგენის სწრაფი ტესტით, საჭიროების შემთხვევაში პისიარ ტესტითაც. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხორციელდება პაციენტის რეფერალი პროტოკოლის შესაბამისად კოვიდ კლინიკებში ან ოჯახის ექიმთან. ამრიგად კლინიკა იავნანა არის კოვიდისგან თავისუფალი გარემო და ნებისმიერი სხვა პათოლოგიების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ“,-აღნიშნავს ლია ლაზარაშვილი.
კორონავირუსის პანდემია
დღეს
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
შეზღუდვები, რომელიც 14 აგვისტოდან
ამოქმედდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;
• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;
ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები