რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კოვიდრეგულაციები 25 აგვისტოს შემდეგ - მთავრობის გადაწყვეტილება
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ განიხილა 14 აგვისტოდან დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ვაქცინაციის პროცესი, კლინიკურ სექტორში არსებული ვითარება და, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რამდენადაც ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომლის თანახმად, ტურისტული კომპანიები, განთავსებისა და კვების ობიექტები სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ. უსასყიდლო წვდომა ექნებათ სახელმწიფო სერვისებზე სრულად ვაქცინირებულ გიდებს, კერძოდ - სახელმწიფო მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგიროებზე.

გარდა ამისა, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჩართულობით საქართველოს მასშტაბით განაგრძობს დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლს. 21-23 აგვისტოს, შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, შემოწმდა 400-ზე მეტი ობიექტი, რომელთაგან 235-მა - წერილობითი, ხოლო 197-მა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 3 ფიზიკური პირი, ხოლო შრომის ინსპექციამ დალუქა 3 ობიექტი. 10-23 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმდა 37 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი და დაილუქა 16 ობიექტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 523 022 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 458 265 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 891 ადამიანი. სულ აცრილია 1 010 096 მოქალაქე.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 116 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 7 410 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.