რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ცოლს სცემდა და სამსახურებრივი ,,მაკაროვით'' შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ცოლს სისტემატიურად სცემდა, შუბლზე იარაღის მიბჯენით აშინებდა და მოკვლით ემუქრებოდა.

მამაკაცს, რომელიც სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფის წევრი იყო, 2021 წლის 7 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ხოლო 3 წლით იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება ჩამოართვეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ა-მა ჩაიდინა: გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

1 ეპიზოდი:

დადგინდა, რომ სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორმა თავისავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს სცემა და იძალადა, კერძოდ, ცოლი საძინებელ ოთახში, საწოლზე პირქვე წააქცია, თავი ბალიშში ჩააყოფინა და სხეულზე, კერძოდ კი – წელის, ბეჭებისა და თავის არეში დაუწყო ხელებით ცემა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ მამაკაცმა თავის სახელზე რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო და დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა.

მე-2 ეპიზოდი

ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, საძინებელ ოთახში მამაკაცმა მეუღლეს ხელი დაარტყა სახეში, ამის შემდეგ გადმოაგდო საწოლიდან, ქალი ზურგით დაეცა კედელსა და საწოლს შორის, იატაკზე. ქმარმა თავის სახელზე რეგისტრირებული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო მეუღლეს და დაემუქრა, რომ, თუ ცემის შესახებ ვინმეს ეტყოდა, აუცილებლად მოკლავდა.

მე-3 ეპიზოდი

ერთი თვის შემდეგ, დილის საათებში, მეუღლე ქმარს სთხოვდა, რომ ძმის სანახავად წასულიყო:

,,რაზეც მამაკაცი დასთანხმდა, თუმცა უთხრა, რომ დალოდებოდა მას და თვითონაც გაჰყვებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ქმარი იმიზეზებდა მოუცლელობას და ცოლს არ აძლევდა უფლებას, მარტო წასულიყო ძმის სანახავად. დაახლოებით 16:00 საათზე ცოლმა უსაყვედურა ქმარს, თუ რატომ არ გაუშვა ძმის სანახავად, რაზეც მამაკაცმა უპასუხა, რომ, რასაც ის ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა და მას უნდა დამორჩილებოდა, ვინაიდან ის იყო მამაკაცი; იმავდროულად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მარცხენა თვალბუდისა და ტუჩების არეში ხელი დაარტყა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ქმარი დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.