რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სოფელი 2-3 კილომეტრზეა გაშლილი. შეიძლება ითქვას, აქ უბნების ,,კომპლექსია“. ყველა უბანს თავისი სახელი აქვს – ,,კალოები“, ,,ტყემლიანი“, ,,მწარე ბალი“... ყველა უბანს ერთი საერთო აქვთ – დაცარიელებული სახლები.
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია განაწილებული. მეზობლები ერთმანეთისგან ათეული მეტრის მანძილითაა დაშორებული.
ჩვენც ბოლო უბნამდე მივაღწიეთ. შორიდანვე, მინდორში ქალი გამოჩნდა, რომელიც წყაროს წყლიდან წყალს ვედროებით ეზიდებოდა. გავხედეთ იმ ადგილს, საიდანაც ქალი მოდიოდა,ხევის მეტი არაფერი ჩანდა. წყარო ხევის პირას ან უკიდურეს შემთხვევაში ხევის პირას იქნება - გავიფიქრეთ.
კლდუს ხევი კი საცხოვრებელი სახლებიდან საკმაოდ მოშორებითაა. მათ შუა ვრცელი მინდორია. რაკი შემოდგომის პირია, ის უკვე მოთიბულია და გავლა შედარებით ადვილია.
ჩვენი რეპორტაჟის გმირმა, 77 წლის ლიანა კაკუშაძემ მოთიბული მინდორი წყლით სავსე ვედრებით გადაკვეთა და სოფლის აღმართს შეუდგა.
,,ახლა უკეთესად გვაქვს წყალი“ - გვითხრა მან და სოფლის გზაზე ამოსულმა რამდენიმე წუთით შეისვენა. ის, რომ წყლის ამოსატანად ხევში აღარ ჩადის და ზემოთ, ხევის პირას გაკეთებული ონკანიდან მოაქვს, ამას უკეთესობა უწოდა.
როგორც ლიანა კაკუშაძემ გვითხრა, ხევში წყალი მიწიდან დიდი წნევით გამოდის. ადგილობრივმა მცხოვრებმა შეძლო, მილებით ხევიდან მინდორში წყლის ამოყვანა და ონკანის დამონტაჟება.
,,ის ონკანიც მეზობელმა გაგვიკეთა, შეძლო ხევიდან წყლის ამოყვანა, მილები დაუყენა, ხეებზე გადმოატარა და ასე ამოიყვანა წყალი ზემოთ.“ - გვითხრა მან.
ეზოში შვილი გამოეგება და კიბეზე წყლის აზიდვაში მიეხმარა. მერე აივანზე დაჯდა და გულამომჯდარი დიდხანს ისვენებდა. სიმწრით მოტანილი წყლით სახე გაიგრილა და იმ ხევს გახედა, საიდანაც წყალი, უკვე, მერამდენედ ასე წვალებით მიაქვს:
,,ჩემი შვილი ფიზიკურად სუსტადაა. წლების წინ, რაღაცით მოიწამლა და ფილტვები დაუზიანდა. შეხედავ ვაჟკაცია, მაგრამ სუსტადაა, ბევრ რამეში ვერ მეხმარება“ - ამბობს ლიანა კაკუშაძე.
დედა-შვილი წარმოშობით ქუთაისიდანაა. 10 წელია, რაც კლდუში გადმოსახლდნენ. როგორც ლიანამ გვითხრა, დის ქმარი სარკის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობს, მღვდელია. სარკის წმინდა გიორგის ეკლესია ხევის გაღმა, ორ მთას შუა მდებარეობს. ეს ეკლესია მართლმადიდებლურ მრევლში საკმაოდ ცნობილი და ძლიერი სალოცავია.
,,ჩემი დის ქმარი მღვდელია. მან შეიტყო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამ სახლს ყიდიდა, თანაც იაფად, რადგან ფული სჭირდებოდა და ეჩქარებოდა გაყიდვა. სიძემ გვითხრა, რომ ეს სახლი იყიდებოდა და ვიყიდეთ იაფად. მანამდე ვფიქრობდით, რომ ან ბაკურიანისკენ ან სურამისკენ გვეყიდა, რადგან ექიმებმა გვირჩიეს, რომ ჩემ შვილს სუფთა ჰაერი ესუნთქა. აქაც ძალიან სუფთა ჰაერია და გადავწყვიტეთ აქ დავსახლებულიყავით“ - გვითხრა მასპინძელმა. ბაკურიანსა და სურამში ვერც შეძლებდნენ ყიდვას, რადგან იქ სახლები შედარებით ძვირია.
კლდუ ოსური სოფელი იყო. ახლა აქ ცხოვრობენ როგორც ოსები, ასევე, ქართველები. ეთნიკური ოსების უმრავლესობამ დასახლება 1991-92 წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დატოვა და ვლადიკავკაზში წავიდა.
ვლადიკავკაზში ცხოვრობდა გია თიბილაშვილი, 58 წლის მამაკაცი. ის მინდორში საქონელს მწყემსავდა. საქონელს თავისი ტრაქტორით უვლიდან გარშემო. ცდილობდა, ძროხები სხვის კუთვნილ მინდორში არ გადასულიყო.
,,აქ ახლა ვცხოვრობთ ჯიოშვილები, თიბილაშვილები, შავლოხაშვილები. ცხოვრობდნენ სხვა გვარებით – გაგლოშვილები, მარღიშვილები. ისინი წავიდნენ. ჩვენ შემოვრჩით. გყვავს ახალი მცხოვრებლებიც“ - ამბობს გია.
ის და მისი რამდენიმე თანასოფლელი ე.წ. კაკლებში დასხდნენ და სოფლის გასაჭირის შესახებ გვესაუბრნენ. გვითხრეს, რომ სოფელში ერთი ოჯახი აჭარიდან ჩამოსულია. ისინი სოფლის ქვედა უბანში ცხოვრობენ. არის კიდევ ერთი ოჯახი – კასპის მუნიციპალიტეტიდან.
,,სულ ესენი ვართ. ჩვენ ყველას რაც გვაწუხებს არის ის, რომ წყალი ჭირს ძალიან. გზასაც ხედავთ, რა დღეშია“ - გვითხრეს მასპინძლებმა.
,,საერთოდ, ასეთი გამოთქმა იყო – ვინც კლდუს წყალი დალია, აქედან აღარავინ წასულა. მაგრამ ახლა ძნელია მისი დალევა“ - გაიხუმრეს მასპინძლებმა.
როგორ შეიძლება მოგვარდეს წყლის პრობლემა კლდუში? ლიანა კაკუშაძე ფიქრობს, რომ საჭიროა მილები დამონტაჟდეს მინდორში, ოღონდ არა თუ მიწის ზევით, არამედ მიწის ქვეშ, რადგან მიწის მოხვნის დროს არ დაზიანდეს.
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები