რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საჯარიმო ავტოსადგომს კომპანია ,,გორი-სიტი" ქირაობს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ავტოსადგომს ,,გორი-სიტის" სასარგებლოდ აქირავებს.

ამის შესახებ ქალაქის მთავრობა თანხმობას ქალაქის საკრებულოს წევრებისგან ელოდება.

საჯარიმო ავტოსადგომის გაქირავების შემთხვევაში გორის ბიუჯეტში წელიწადში 14 400 ლარი შევა, რაც ყოველთვიურად 1 200 ლარს უდრის.

ამ ეტაპზე, საიჯარო ხელშეკრულების ვადა 6 თვეზეა გათვლილი. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსადგომი მომგებიანი იქნება დამქირავებელი ორგანიზაციისთვის, ქონების განკარგვის შემდგომ ფორმებზე 6 თვის შემდეგ იქნება საუბარი.

კომპანია ,,გორი-სიტის" მფლობელი და დირექტორია ნუგზარ გელაშვილი

აუდიტის შეფასებით, საჯარიმო ავტოსადგომის გასაყიდი საწყისი ფასი 189 000 ლარია.

საჯარიმო ავტოსადგომის მიწის ფართობი 6 311 კვ.მ.

ამ დროისთვის განთავსებულია 200(ორასი) ავტომობილი, რომელთა ძიების საქმე დასასრულებელია, ასევე განთავსებულია აუქციონზე გასატანად გამზადებული, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგვის ქვეშ მყოფი, დაყადაღებული ავტომობილები, ასევე ძალოვანი სამსახურების მიერ გადმოყვანილი დაზიანებული ა/მანქანები.

მერიის ცნობით, ახალი საჯარიმო ავტოსადგომის მოსაწყობად საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2016 წლის ზაფხულამდე.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.