რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ვღელავდი'' - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრეზენტაციის შესახებ
გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაცია მის ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება, თუმცა
პრეზენტაციის სრული ვერსია qartli.ge-ზე გამოქვეყნდა და მკითხველს
გაცნობის საშუალება მიეცა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს უხდიდა, რადგან ძალიან ღელავდა. ის სპეციალურად მერობის კანდიდატისთვის მომზადებულ ტექსტს კითხულობდა და სიტყვებს ხშირად იმეორებდა.
მოგვიანებით, საკუთარი პრეზენტაცია თავადვე შეაფასა:
,,გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან პირველი საჯარო პრეზენტაცია იყო, ცოტა ვღელავდი, საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს ცხადია არ ვუშინდები და ნამდვილად ვიცი, რომ შემდგომში უკეთესი იქნება. მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ!'' - წერდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
თუმცა, ეს პოსტიც დარედაქტირდა და ამჟამად მისი ნახვა მხოლოდ პოსტის ისტორიაში იძებნება.
რატომ აღარ იძებნება პრეზენტაციის ვიდეო ოფიციალურ გვერდზე? პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიდეო პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო დასრულებისას არ მოახდინეს მისი შენახვა. ,,რაც იმას ნიშნავს, რომ არავის წაუშლია'' - ამბობს პრესსამსახური.
ფეისბუკი გვერდის ადმინისტრატორს ეკითხება, სურს თუ არა პირდაპირ ეთერში გასული ვიდეოს შენახვა, როგორც ირკვევა, პარტიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა პრეზენტაციის შენახვა.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები