რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ლევიტანა - (PHOTO/VIDEO)


სოფელი ლევიტანა მდინარე ტანას ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში დიდი ნაწილი ბარში გადასასვლელად უკვე ემზადება. საქონელი საზამთრო საძოვრებზე მიყავთ. ადგილობრივი მცხოვრებლები ქირაობენ როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის საძოვრებსაც კი.


ამჟამად, სოფელში 60-მდე კომლი ცხოვრობს. მათი რაოდენობა მცირდება: ,,შესაძლებლობა რომ იყოს, ყველა აქ დარჩება“ - გვითხრეს ლევიტანელებმა.

სოფლის გარშემო საძოვრები გაყიდულია. პრივატიზაციის შედეგად, მიწის ფართობები ძირითადად იმ კერძო პირებმა შეიძინეს, რომლებიც მესაქონლეობას არ მისდევენ. სამაგიეროდ, ლევიტანელები საძოვრებს ქირაობენ.



,,ქირას ვიხდით, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. ეს არის ბოლო სოფელი ხეობაში, ამის იქით უკვე წალკაა. ყველანაირი ხარჯი ჩვენია – ზაფხულში საქონელი აქ გვყავს და საძოვარს ვქირაობთ, ზამთარში ბარში ჩაგვყავს და იქაც ვქირაობთ; ვქირაობთ საქონლის სადგოად ფერმებსაც კი.“ - ამბობს მამედ ბაირამოვი.

იბრაჰიმ ემინოვი ლევიტანაში დაიბადა. დაწყებითი სკოლა სოფელში დაამთავრა, შემდეგ – ქარელში. იხსენებს, რომ სოფლის ახალგაზრდობის 95% ასე მოიქცა.



,,მაშინ ასეთი სიტუაცია იყო. თუ დაამთავრები 4 კლასს, მერე უნდა წასულიყავი სხვაგან. ჩვენს მეზობელ სოფელ ბოშურამდე 10-15 კმ-ია. იქ ფეხით ვინ ივლიდა. ახლა მიკროავტობუსი ემსახურება მოსწავლეებს. ჩვენ დროს ასე არ იყო. ამიტომ, წამიყვანეს ქარელში და იქ დავამთავრე სკოლა. ქართული ენაც იქ ვისწავლე“ - იხსენებს იბრაჰიმი.

მისი თქმით, ვინც სხვაგან ვერ მიდიოდა სასწავლებლად, სოფელშივე რჩებოდა. ასე იყო უფროსს თაობაშიც, ამიტომ ბევრმა ქართული ენის შესწავლა ვერ მოახერხა და დღეს ქართულად საუბარი უჭირთ:

ქართული ენის არცოდნა რომ ბევრ პრობლემას უქმნით, ეს მამედ ბაირამოვმა აგვიხსნა. მისი თქმით, ამან განაპირობა ისეთი მოვლენების განვითარება, რასაც საძოვრების გარეშე სოფლის მოსახლეობის დარჩენა ქვია.

,,აქ ხალხი ვერ იგებდა, რა იყიდებოდა და რა არა! ამის გამო, სოფელს საკუთრებაში არ აქვს საძოვრები. მთავრობამ უნდა იფიქროს ამ საკითხზე, თორემ ძალიან ძვირი ჯდება მესაქონლეობის განვითარება“ - ამბობს მამედ ბაირამოვი.

იბრაჰიმ ემინოვი გვეუბნება, რომ სოფელში აუცილებელია დიდი ფერმები არსებობდეს:



,,ხალხი გაჩერდება სოფელში. ადგილზე მოუვლიან თავის საქონელს თავის ცხვარს. ძლიერი სოფელი თუ იქნება, ძლიერი ქვეყანა იქნება. რაც უფრო სუსტი სოფელი იქნება, ქვეყანაც სუსტი იქნება. ქვეყნის სიძლიერე სოფლებიდან მოდის. რო იცლება და მიდიან დიდ ქალაქებში, არ მოდის კარტოფილი, არ ჰყავთ საქონელი და არც ხორცია. ამიტომ, ყველაფერი ძვირდება. ყველაფერი ერთმანეთზეა მიჯაჭვული.“ - ამბობს იბრაჰიმი.

გარდა მესაქონლეობისა, იბრაჰიმის თქმით, ლევიტანა საუკეთესო ადგილია ტურიზმიზმისთვის. ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილებია დასათვალიერებლად.

,,ტურიზმი რომ განვითარდეს, აუცილებელია გზა. გზა რომ იქნება, ხალხიც არ წავა აქედან; ბევრი ტურისტი იქნება და კარგი იქნება“ - ამბობს იბრაჰიმი.

ვიდრე საქონელს და ცხვარს ბარში ჩაიყვანენ, მანამდე მიწის ნაკვეთებიდან მოსავლის აღება უნდა მოასწრონ. აქ ძირითადად, კარტოფილი მოდის. ბეგლარ სონგულოვი გვეუბნება, რომ სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით გზის პრობლემა აწუხებთ. მგზავრობა გორიდან სოფლამდე თითო ოჯახს თითქმის 80 ლარი უჯდება:

,,ფქვილი რომ წამოიღო გორიდან, 75 ლარი უნდა. გზაზე კი 80 ლარი უნდა დახარჯო – მისვლა, მოსვლაში. წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ხარჯია" - ამბობს ბეგლარ სონგულოვი. იგი ფიქრობს, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ გზის პრობლემა უნდა მოაგვაროს.

ლევიტანა გორიდან სამხრეთით, ბორჯომისა და წალკის რაიონების მიჯნაზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე მდებარეობს. მანამდე შეხვდება შემდეგი სოფლები: ბიისი, ბობნევი, ქვემო და ზემო ბოშური, ორმოცი, ტუსრები, ყველაანთუბანი და გაგლოანთუბანი.

ლევიტანას სამხრეთით ტყის ზონა მთავრდება და მთები უკვე სუბალპურ ზონაში გადადის.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.