რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მასწავლებელთა შორის იკლო ვირუსის გავრცელებამ, მოსწავლეებს შორის პირიქით ’’ - რესურსცენტრის ხელმძღვანელი
კორონავირუის პანდემიის გამო
სკოლებში სასწავლო პროცესი ყოველდღიურად იცვლება. ამ მხრივ
არასახარბიელო ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, რომლის
შესახებაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა
,,ქართლის სტუდიაში"" ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა: გორის მე-10, მე-12 და ხელთუბნის საჯარო სკოლები იმყოფება. ამ რეჟიმში ეს სკოლები 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, დარჩებიან.
რაც შეეხება სხვა სკოლებს, არის სკოლები, სადაც მხოლოდ კონკრეტული კლასებია დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანილი. იგი აღნიშნავს, რომ ამ სკოლებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არის, როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებშიც
,,მშობელთა საზოგადოება ინერტული გახდა და როდესაც მათ შვილებს ვირუსის სიმპტომები აქვთ, არ მიჰყავთ ტესტის გასაკეთებლად, მათი და-ძმები კი, აგრძელებენ სკოლაში სიარულს. წინა ტალღების დროს, თუ ერთი მოსწავლე ავადდებოდა კოვიდით, ჩვენ ზუსტად ვიცოდით მისი კონტაქტები და სწრაფად ვრიაგირებდით, ახლა უკვე შეუძლებელია კონტაქტების გარკვევა. შესაძლებელია, მოსწავლე სახლში იყოს, ჰქონდეს კოვიდი და ჩვენ ეს არ ვიცოდეთ და მისი კონტაქტები ამ დროს სკოლაში იყვნენ.''
ჩვენს კითხვაზე, თუ რა განსახვევებს ხედავს სხვა ტალღებთან შედარებით, ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს:
,,წინა ტალღებთან შედარებით, მასწავლებელთა შორის იკლო გავრცელებამ. მოსწავლეებს შორის, პირიქით - მოიმატა. მაგალითად, ხელთუბანში 14 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ერთდროულად, და 14-ვე მოსწავლეს დაუდასტურდა" – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პედაგოგთა ვაქნინაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
,,კვირაში ერთი ან ორი პედაგოგი შეიძლება რომ დაემატოს ხოლმე. თუმცა საერთო ჯამში, სკოლის პერსონალის 65%-ია აცრილი. დანარჩენ მოსახლეობაშიც რომ ამდენივე იყოს აცრილი, ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. პედაგოგთა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ არ მინდა ასეთი სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ შედარებით უფრო განათლებული ნაწილია საზოგადოებისა. ექიმების შემდეგ, ვაქცინირებულთა რაოდენობა პედაგოგებში უფრო მაღალია. მე პირადი მაგალითი მივეცი მასწავლებლებს, ჩემი და ჩემი ოჯახის სახით და რჩევას, ვინც მეკითხება, ვაძლევ ამ რჩევას ""- ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები