რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როდის და როგორ მიიღებენ ვაქცინირებული პენსიონერები მთავრობისგან 200-ლარიან დანამატს
60 წელს ზემოთ მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია რომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, სტატისტიკის გარდა, მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაწყებული წამახალისებელი კამპანიებიც მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასაკია ის, რაც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს. "ჩემს ასაკში კვდებიან, პირველ რიგში" - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 4 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.

ვინ მიიღებს მთავრობისგან საპენსიო დანამატს?



უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მთავრობისგან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით საპენსიო დანამატს მიიღებენ. 

როდის და როგორ მიიღებთ საპენსიო დანამატს?

საკოორდინაციო საბჭოს დადგენილება 8 ნოემბერს შევიდა ძალაში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე აცხადებს, პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს 8-15 ნოემბერს, დანამატის მიმღებ ადამიანთა მონაცემები მომსახურების სააგენტოს 15 ნოემბრის დღის ბოლოს გადაეცემა. 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ 200 ლარი. დაანგარიშების მომდევნო თარიღი 1 დეკემბერი იქნება. რაც შეეხება 60-დან 65-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა მათგანის სახელზე სოციალური ანგარიში გაიხსნება. ამრიგად, 60-65 წლის მამაკაცები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია 31 დეკემბრამდე გრძელდება და თარიღები საახალწლო დასვენების დღეებს ემთხვევა, 28-29-30-31 დეკემბერს აცრილი მოქალაქეები საპენსიო დანამატს უკვე 2022 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებენ.

რა ხდება, თუ ერთი დოზით უკვე აცრილი ხართ, ან ე.წ. ბუსტერ დოზას იკეთებთ და 60 წლის ან მეტის ხართ

60 წლის ან ზემოთ მოქალაქე, რომელიც უკვე აცრილია პირველი დოზით ან სრულად ვაქცინირებულია და „ბუსტერ დოზას“ იკეთებს, ერთჯერად დანამატს ვერ მიიღებს. 200 ლარს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება. 

საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის 796 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, მათგან ორი დოზით აცრილია 276 678 ადამიანი, ანუ 34,7%. მაშინ როცა საპენსიო ასაკის ადამიანები პანდემიის პერიოდში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინირებული არ არის. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნულის გამო არის ჩვენს ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის", „სინოვაკისა" და „სინოფარმის" ვაქცინებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.