რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
აშშ საარჩევნო სისტემის თავისებურებები კინგის ოლქის მაგალითზე
ნინო სუხიაშვილის ბლოგი

შესავლის მაგიერ
:

მიმდინარე წელს ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს სასწავლო ვიზიტით ვესტუმრე. ასე მოვხვდი კინგის ოლქის საარჩევნო კომისიაში, რომელიც საარჩევნო პროცედურებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ატარებს. კინგის ოლქი ამერიკის ვაშინგტონის შტატის შემადგენელი ნაწილია. ვაშინგტონის შტატი აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში, ამერიკა-კანადის საზღვართან მდებარეობს და ამავე სახელწოდების მქონე აშშ დედაქალაქთან (DC - კოლუმბიის ოლქი) ძალიან დიდი მანძილი აშორებს. შტატი 39 ოლქისგან შედგება. კინგის ოლქი ერთ-ერთი მათგანია. საოლქო ცენტრი ქალაქი სიეტლია, რომელიც ოლქის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქიც არის.

კინგის ოლქი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 13 ოლქიდან ერთ-ერთია. აქ 1,35 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია, რაც ვაშინგტონის შტატის ამომრჩეველთა საერთო რიცხვის ერთ მესამედს შეადგენს. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქში მუდმივად იზრდება.

ვაშინგტონის შტატის საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის გახლავთ, რომ 2009 წლიდან აქ ნებისმიერი არჩევნები მხოლოდ ფოსტის მეშვეობით ტარდება. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის გამოხატვა არჩევნების დღემდეც შეუძლია. სპეციალურ კონვერტში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩეველი საფოსტო კონვერტში ათავსებს და ფოსტის მეშვეობითვე ოლქის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართზე აგზავნის, ანდა უშუალოდ არჩევნების დღეს საღამოს 8 საათამდე სპეციალურ დაცულ ყუთში მოათავსებს. იმ პირებს კი, ვინც სამხედრო სამსახურშია, ან საზღვარგარეთ იმყოფება, არჩევანის გაკეთებისთვის კიდევ მეტი დრო აქვთ. ამასთან, ეს პირები გამონაკლისის სახით უფლებამოსილნი არიან, საარჩევნო ხმა ელექტრონული ფოსტის, ან ფაქსის მეშვეობით დააფიქსირონ.

შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ ერთი დღე არ მიმდინარეობს და არჩევნების დღე არის ის ბოლო ვადა, როცა მოქალაქეებს საღამოს 8 საათამდე ხმის მიცემის უფლების გამოყენება შეუძლიათ.

დაეჭვებული მკითხველი იკითხავს, რომ ეგრე ვინმე მონდომებული ამომრჩეველი ოც, ორას, ან მეტ ბიულეტენსაც მშვენივრად გააგზავნის ფოსტით, ვინ რას გაიგებსო, რაზეც მარტივი პასუხი არსებობს: თითოეულ კონვერტზე, ისევე როგორც მასში მოთავსებულ ბიულეტენზე ამომრჩეველი ხელმოწერას აკეთებს. ხელმოუწერელი კონვერტი თუ ბიულეტენი უბრალოდ არ დაითვლება. დანარჩენი ეჭვების გაფანტვას კი პროცედურების აღწერისას შევეცდები.

საბოლოოდ, ფოსტით გადაგზავნილი ყველა ბიულეტენი კინგის ოლქის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში იყრის თავს, სადაც საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე აუცილებელი პროცედურა ტარდება.

პროცედურები:




ნაბიჯი პირველი: კლასიფიკაცია/დახარისხება

საარჩევნო ოლქში შემოსული ბიულეტენების დახარისხება სპეციალური მანქანის მეშვეობით ხდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს საათში 40 000 კონვერტი გაატაროს. სპეციალური აპარატი თითოეულ კონვერტზე ხელმოწერის სკანირებას აკეთებს და კონვერტებს ხელმოწერის ნამდვილობის გამაკონტროლებელ ჯგუფს უგზავნის. კონვერტები, რომლებზეც ხელმოწერა დადასტურებულია, ზედა მხრიდან გაიხსნება, ხოლო კონვერტები, სადაც ხელმოწერის დადასტურება ვერ მოხერხდა სპეციალურ დაცულ სივრცეში უძრავად ინახება, სანამ მათზე გაკეთებული ხელმოწერა არ დადასტურდება, ან რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ნაბიჯი მეორე: ხელმოწერის ნამდვილობის კონტროლი

ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე სავალდებულოა თითოეულ კონვერტზე გაკეთებული ხელმოწერა ამომრჩევლის ფაქსიმილესთან შედარდეს. ამაზე შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ.
ყოველ არჩევნებზე, როგორც წესი, კონვერტების დაახლოებით 1-2%-ზე ხელმოწერა დამატებით დადასტურებას საჭიროებს. ასეთ შემთხვევებში სპეციალური ჯგუფი უკავშირდება ამომრჩეველს წერილის, ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისგან დასტურის მისაღებად. თუ ამომრჩეველთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ბიულეტენი არ დაითვლება.

ნაბიჯი მესამე: გახსნა

კონვერტების გახსნა, თავის მხრივ, სამსაფეხურიანი პროცედურაა:

პირველ ყოვლისა, დაცული კონვერტი, სადაც მოთავსებულია ბიულეტენი უნდა გამოცალკევდეს საფოსტო კონვერტისგან;

შემდგომ საფოსტო კონვერტები ცალკე შეინახება, ხოლო ბიულეტენების შემცველი დაცული კონვერტები გაიხსნება და შესაძლებელი გახდება საარჩევნო ბიულეტენების ამოღება;

კონვერტიდან ამოღებული ბიულეტენები გაიშლება, რათა შესაძლებელი გახდეს მათი სკანირება და დათვლა. ფიზიკურად დაზიანებული ან რაიმე გაურკვევლობის შემცველი ბიულეტენები იგზავნება ხელახალი გადამოწმებისთვის.

ნაბიჯი მეოთხე: სკანირება



სპეციალური მანქანის მეშვეობით მიმდინარეობს ბიულეტენების სკანირება. დასკანერებული ბიულეტენები ელექტრონული ფორმით სპეციალურ დაცულ სისტემაში ინახება, სანამ დათვლა დაიწყებოდეს.

ნაბიჯი მეხუთე: საბოლოო დათვალიერება-კონტროლი

დასკანერებული ბიულეტენები კიდევ ერთხელ გაივლის დათვალიერებას, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვის ნიშანი და ეჭვი, რაც საარჩევნო კომისიას დაარწმუნებს, რომ ბიულეტენი ნამდვილად ადეკვატურად ასახავს ამომრჩევლის ნებას. კომისიას შემუშავებული აქვს სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც განხილულია ხმის ჩათვლა-არჩათვლასთან დაკავშირებული სადავო შემთხვევები და მათი გადაწყვეტის გზები. თუ სადავო შემთხვევის გადაწყვეტის გზა სახელმძღვანელოში მითითებული არ არის, ბიულეტენი გადაეცემა კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ნაბიჯი მეექვსე: დათვლა



ისევე როგორც ჩვენთან, ამერიკაშიც საარჩევნო ბიულეტენების დათვლა იწყება არჩევნების დღეს საღამოს 8 საათის შემდეგ. ამავე ღამით ქვეყნდება პირველადი შედეგები. პარალელურად, ხმის დათვლის პროცესი გრძელდება და დაზუსტებული მონაცემები ქვეყნდება საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე.

ტაბულაციის (ხმის დათვლის) სერვერი დაცულ ოთახშია მოთავსებული და კონტროლდება დაცული კამერებით. სერვერთან დაშვება კონტროლდება ბიომეტრიული მონაცემების დაცვით.

უსაფრთხოება:



საარჩევნო კომისიის შენობაში 24 საათის განმავლობაში მუდმივად ჩართულია 50-ზე მეტი კამერა.

ბიულეტენებთან დაშვება მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების დაცვით არის შესაძლებელი.

არჩევნებს აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა დამკვირვებლები.

გარდა ამისა, ვებ-კამერები საშუალებას აძლევს საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში დააკვირდნენ მიმდინარე პროცედურებს.

დასკვნის მაგიერ:

საფუძვლიანი დაკვირვების შედეგად რთული არ არის დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო სისტემა, რომლის შესაბამისადაც კინგის ოლქში არჩევნები ტარდება, სიყალბისთვის სივრცეს არ ტოვებს.

რამდენად შესაძლებელია მსგავსი სისტემის გადმოტანა ჩვენს რეალობაში? ეს სხვა მსჯელობის საგანია. სურვილის შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელი ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ აქ სხვა შეკითხვაზეა პასუხი საჭირო: რამდენად მზად არის საზოგადოება საკუთარი არჩევანი ხელმოწერით დააფიქსიროს და რამდენად არის მზად სისტემა, ამ წესით გაკეთებული არჩევანის ფარულობა დაიცვას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.