რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მთავარმა პროკურატურამ ძებნილი მილიონერი ყაზახეთის მთავრობას გადასცა
საქართველოს ხელისუფლებამ ყაზახეთის მთავრობას გადასცა მილიონერი, რომელიც 2018 წლიდან ინტერპოლით იძებნებოდა. 2021 წლის 3 ივნისს მთავარმა პროკურატურამ მისი ექსტრადირება გადაწყვიტა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში 2018 წლის გაზაფხულზე შემოვიდა და დააკავეს. 2018 წლის მაისში მას სასამართლომ გირაო 20 000 ლარი შეუფარდა.

მილიონერი ითხოვდა, რომ მისი საქმე ადგილმონაცვლეობის პრინციპით საქართველოს სასამართლოს განეხილა, რადგან მას ყაზახეთში ემუქრებოდნენ წამებითა და ფიზიკური განადგურებით. მისი განცხადებით, მას ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა.

ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს ანტიკორუფციული სამსახურის) საგამოძიებო დეპარტამენტის 2018 წლის 5 მაისის დადგენილებით ნ. ა-ი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი პირთა ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვისა და მითვისებისათვის.

საქმის მასალების მიხედვით, ნ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ყაზახეთის რესპუბლიკაში ნ.ა. იყო ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი. ეს კომპანია ტელეკომუნიკაციებისა და სატელიტური მოწყობილობების რეალიზაციით იყო დაკავებული.

სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად იგი მოქმედებდა წინასწარი შეთანხმებით.

კერძოდ: ყაზახეთის სამართალდამცველების ცნობით, ნ. ა-ისა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების ერთობლივი განზრახვითა და ქმედებებით სახელმწიფო კომპანიასა და ერთ-ერთ კერძო კომპანიას შორის დაიდო არახელსაყრელი და უკანონო შეთანხმება.

ორივე კომპანიის ხელმძღვანელები/დამფუძნებლები იყვნენ ერთმანეთთან აფილირებული პირები და რიგ შემთხვევაში გააჩნდათ ნათესაური კავშირი.ე უკანონო საერთო სარგებლის მიღების მიზნით.

სახელმწიფო კომპანიას სატელიტური მოწყობილობები განთავსებული ჰქონდა სწორედ მათთან აფილირებულ კომპანიის ტერიტორიაზე, რაზეც იჯარის სახით სახელმწიფო თვეში იხდიდა 29,4 მილიონ ყაზახურ ტენგეს.

2006 წლის ივნისიდან 2012 წლის დეკემბრამდე პერიოდში უკანონოდ დადებული შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფომ მათ სასარგებლოდ გადარიცხა 4 მლრდ 423 277 607 (31,5 მლნ ლარი) ყაზახური ტენგე და როგორც ყაზახური მხარე იტყობინებოდა, სწორედ ამ ოდენობის ზიანი მიადგა ყაზახეთს.

ამასთან, მითითებული თანხის ნაწილს – 964 892 939 (6.85 მლნ ლარი) ყაზახურ ტენგეს უკანონოდ დაეუფლა ნ. ა-ი, კერძოდ - დროებითი ფინანსური დახმარების მიზეზით მან მითითებული თანხა გაიტანა კომპანიის სალაროდან, თუმცა, ფაქტობრივად, უკან აღარ დაუბრუნებია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.