რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს სახალხო დამცველი ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
ცნობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის შესახებ ვრცელი განმარტება სახალხო დამცველმა დღეს გაავრცელა.
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი. ხოლო პირი, რომელიც რელიგიურ სიწმინდეებს, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილს საჯაროდ გამოხატავს ან/და ისეთ მასალას გამოქვეყნებას ან აჩვენებს, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, ჯარიმით დაისჯება.
ასევე, სამართალდარღვევად ჩაითვლება რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.
შემოთავაზებული ფორმულირებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი. ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, „ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება უნდა უშვებდეს ღია დებატებს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასა და რელიგიურ რწმენებთან.“ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევს სახელმწიფოებს რელიგიური შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ეროვნული კანონების გადახედვისკენ. ამავე რეზოლუციის მიხედვით „დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიურმა ჯგუფებმა, ისევე როგორც სხვა ჯგუფებმა, უნდა შეიწყნარონ კრიტიკული საჯარო განცხადებები და დებატები მათ საქმიანობასთან, სწავლებასა და რწმენასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრიტიციზმი არ უტოლდება განზრახ და გაუმართლებელ შეურაცხყოფას ან სიძულვილის ენას და არ წარმოადგენს სიმშვიდის დარღვევისა და ძალადობის, კონკრეტული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ დისკრიმინაციის წახალისებას. საჯარო დებატები, დიალოგი და რელიგიური ჯგუფებისა და მედიის გაუმჯობესებული საკომუნიკაციო უნარები უნდა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ შემცირდეს მგრძნობელობა, როდესაც ის სცილდება გონივრულ ფარგლებს.“
სისხლის სამართლის კოდექსი კი, 2015 წელს შესული ცვლილებების შესაბამისად, დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას, რაც გულისხმობს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი ინიციატივის მიღების საფუძველი.
საზოგადოებაში პლურალიზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები