რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქარელის მერმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გააუქმა
ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი აღარ ფუნქციონირებს. კულტურული დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში შედიოდა. ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ბრძანებით, ე.წ. რეორგანიზაცია განხორციელდა. 6 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.

უმუშევრად დარჩენილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და ახლობლები. ამით მერია წელიწადში დაახლოებით 30 000 ლარს დაზოგავს.

მაგალითად, ქარელის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ნელი ახალკაცი ხელმძღვანელობდა. ის ნიკოლოზ ახალკაცის დაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებზე ზაზა გულიაშვილის მთავარი კონკურენტი იყო. ნიკოლოზ ახალკაცმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაო რაოდენობის ხმები დააგროვა, რისთვისაც ქარელის მერს გასამარჯვებლად მეორე ტური დასჭირდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ზაზა გულიაშვილს გასამარჯვებლად მეორე ტური დასჭირდა.

გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი იყო ის დაწესებულება, რომელიც ძირითადად, ვასიკო ბაქრაძის მხარდაჭერით სარგებლობდა. ვასიკო ბაქრაძე კულტურის სამსახურის უფროსი იყო და ამჟამად გახარიას გუნდის რაიონული ორგანიზაციის ლიდერია. ვასიკო ბაქრაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი გახდა.

ბაქრაძემ საკრებულოს პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ ქარელის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმებას აპირებდა, რაც ასრულდა კიდეც.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივი და ანგარიშსწორება არაფერ შუაშია. მან არგუმენტად აუდიტის დასკვნა მოიყვანა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში კი, რომელიც 2021 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შესახებ, არაფერი წერია.

სახელმწიფო აუდიტი, 2021 წლის გაზაფხულზე, ქარელს მერს ურჩევდა, რომ ყურადღება მიექცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხსა და კონტროლზე.

რა დაწერა აუდიტმა 2021 წელს?

- არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვის გამო, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

- მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 1 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.

- მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსი დახარჯა ისეთ ობიექტებზე 9სკვერებზე – რედ), რომლებსაც მოვლა-პატრონობას ვერ უწევს და ვერ იყენებს. შედეგად, მერიამ გასწია 23.3 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.

- ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 178.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.