რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ფაქტები და მითები ომიკრონ ვარიანტის შესახებ
ფაქტი: ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვვს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის.

მითი: COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.

- ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.




ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.

-ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.



ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.

მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.

- მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან - მათ შორის ომიკრონისგან - არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.



ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

-ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ.



ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.

მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.

-ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.


ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.

მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.

-იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.




ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.

მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)

ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.

მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.

-არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.

ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.

მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.

-მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ - შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას.


ვრცლად: The Omicron variant: sorting fact from myth
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.