რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ინგუშეთში გაუჩინარდა ჩრდ. ოსეთში მცხოვრები რიმა გაგლოევი - ძმისშვილი ინსტაგრამით კადიროვს მიმართავს
ოსი მოკრივე გიორგი გაგლოევი ავრცელებს ვიდეომიმართავს, რომლითაც ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს სთხოვს მამიდის რიმა გაგლოევის გათავისუფლებაში დახმარებას.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიის 3 რესპუბლიკის - ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რიმმა გაგლოევას ეძებს, რომელიც გროზნოდან ბესლანისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა.

რიმა გაგლოევის გაუჩინარება ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერების, სერგეი მენიალოს, მაჰმუდ-ალი კალიმატოვსა და რამზან კადიროვს შორის საუბრის თემა გახდა.

"მე უკვე ვესაუბრე ტელეფონით მეზობელი რესპუბლიკების მეთაურებს. გამოძიება პირად კონტროლზეა აყვანილი - ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებიდან. დამყარდა მჭიდრო ურთიერთკავშირი სამივე რეგიონის ძალოვან სტრუქტურებს შორის - ყველა ძალა ჩართულია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაში." - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მეთაურმა მენიაილომ.

ინგუშეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა ორი ან მეტი პირის გატაცების მუხლით გამოძიება დაიწყო.



ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, რიმმა გაგლოევა, 6 თებერვალს 23:30 საათზე დუბაიდან გროზნოს აეროპორტში ჩაფრინდა, საიდანაც შეატყობინა ძმისშვილს, რომ მალე სახლში იქნებოდა. ეს იყო უკანასკნელი ცნობა ოჯახის წევრებისთვის. მან ინგუშ ტაქსისტთან, ადამ არსანოვთან ერთად დატოვა აეროპორტი და ქალაქ ბესლანისკენ გაემგზავრა. 7 თებერვალს კი ინგუშეთის ქალაქ სუნჟასთან აღმოჩენილ იქნა ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

სამართალდამცავი ორგანოები ადასტურებენ, რომ დაპირისპირების კვალი სალონში არ აღმოჩენილა. დაკარგულთა პირადი ნივთები და ფული ხელშეუხებელი დახვდათ. როგორც გაზეთი "ინგუშეტია" წერს - ესაა დოკუმენტები, ოთხი მობილური ტელეფონი, სამი ათასი ამერიკული დოლარი და ქალის ხელჩანთა.

გიორგი გაგლოევმა წინა დღით განაცხადა, რომ შესაძლოა მისი მამიდა ჩეჩნეთის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში ყოფილიყო. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას ინგუშეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიაწოდა, თუმცა კომიტეტში ამას უარყოფენ.

რიმმა გაგლოევი წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართიდანაა. ის ყოველ ზაფხულს სოფელში ჩადის და მამა-პაპის სახლს უვლის. მისი დაფინანსებით აღდგა ღართის ისტორიული ტაძარი. 

ქვემოთ ფოტოზე: რიმა გაგლოევი, სოფელ ღართაში

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.