რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა
გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი გაიხსნა. დღეს, გორელებისთვის საყვარელი რეცეპტარის დაბადების დღეა.

ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ოჯახის წევრებთან ერთად, ძეგლთან შეიკრიბნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრიფონ გამსახურდიას ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი, ყველასათვის საყვარელი ,,ძია ტრიფონა" დაიბადა 1896 წლის 11 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ოჯახთან ერთად, გორში ცხოვრობდა.

გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტხანს იმუშავა. იყო აფთიაქის რეცეპტარიც, მუშაობდა კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგედ, სხვადასხვა პერიოდში იყო პროფკავშირის სამაზრო და საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ.

ტრიფონ გამსაურდიას გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით - რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებითა და ბიოქიმიის ლაბორატორიით.

ტრიფონ გამსახურდია არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.