რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გრიშა ონიანი მიმართავს ხინჩეგაშვილს: სტალინის ძეგლი თუ არ გჭირდებათ, მოგვეცით ჩვენ!
საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი გრიშა ონიანი გორის ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი მერია სტალინის ძეგლს კომუნისტებს გადასცემს, თავად მიხედავენ. ამის შესახებ ონიანი qartli.ge-ს რედაქციას დაუკავშირდა და პოზიციის გავრცელება სთხოვა.

გრიშა ონიანს შეატყობინეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ გორში უნდა მოხდეს სტალინის ჩანაცვლება:

,,მე მითხრეს, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სურს სტალინის ჩანაცვლება. თითქოს ამაში მათ ეხმარება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მე დავუკავშირდი გორის ხელმძღვანელობას და მითხრეს, რომ ლადო მართლაც შეხვედრია მათ, მაგრამ იქ სულ სხვა მიმართულებით ყოფილა საუბარი. მე მაინც მინდა განვაცხადო, რომ თუ არ სურთ სტალინის ძეგლი, მოგვცენ ჩვენ და ჩვენ თვითონ მივხედავთ'' - აცხადებს გრიშა ონიანი.

სტალინელები ითხოვენ, რომ სტალინის ძეგლი, რომელიც გორის ცენტრში 2010 წლამდე იდგა, გადასცენ სტალინელებს. თუ სად მოხდება მისი დადგმა, ეს მერე გაირკვევაო. სტალინის ძეგლი ამჟამად ბერბუკში, ერთ მიტოვებულ შენობაშია მოთავსებული.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გორში უნდა მოხდეს სტალინის ჩანაცვლება, საუბარია ახალ პროექტზე, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.

2022 წლის 11 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის "სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის" გამართა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან.



პროექტი 12 იანვიდან მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანას, რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ვიზუალიზაციას, ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული "იდენტობის რუკის" შექმნას, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს.

,,დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ორგანიზაციები: IDFI-ს პარტნიორები პროექტში არიან "გორის საინფორმაციო ცენტრისა" და "ფოტოგრაფთა კლუბის" წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო ლივინსტრონსა და "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან" (Sovlab) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელების ეტაპებზე კი მნიშვნელოვანი იქნება გორში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობა.

ქალაქის მერმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და მის ავტორებს. კომუნიკაცია გორის მერიასთან და სხვადასხვა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა პროექტის განხორციელებისთვის უმთავრესია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სურვილი გამოთქვა პროექტში განსაკუთრებით ახალგაზრდობის ჩართულობაზე, რაც აქტივობების ეტაპებზე გათვალისწინებულია.

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Newtork-ის დახმარებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.