რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თიბისი გუნდის ახალ წევრებს ეძებს
თიბისი, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდე თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდე 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს.

“თიბისი უკვე სამი ათწლეულია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. თიბისიში ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ვქმნით გამორჩეულ სამუშაო კულტურას ქვეყანაში”, — გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრე ვებგვერდს თიბისი კარიერა.

თუ შენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გსურს, თიბისის თავი გააცნო, მაშინ ამ ბმულზე ატვირთე რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც ისაუბრებ შენს საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, მოტივაციაზე, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურს თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეს შენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.