რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ახალგაზრდებს იწვევენ გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის შესახებ ონლაინ კურსში მონაწილეობის მისაღებად
ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა?

ცხოვრობ გორის, ახმეტის ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში?

გაინტერესებს ახალგაზრდული საქმიანობა და ხარ სოციალურად აქტიური?

მაშინ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!


CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახლად ინიცირებული, მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო კურსზე - გარემოსდაცვითი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული რეგიონული კამპანიების დაგეგმვა და მართვა.

ონლაინ კურსის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ცოდნის გაღრმავება გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ახალგაზრდების მობილიზაციის სპეციფიკაში, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული აქტივიზმის რეგიონულ დონეზე განვითარებას. ონლაინ შეხვედრების ციკლი ღია იქნება ქართველი (გორიდან, ახმეტიდან, ნინოწმინდიდან) და სომეხი (ლორიდან, ტავუშიდან, შირაქიდან) ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდულ პლატფორმას და გახდნენ ახალგაზრდული შესაძლებლობების აქტიური მონაწილეები სომხეთსა და საქართველოში.

გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების რეგიონული კამპანია მოიცავს შემდეგ თემებს:

▪ როგორ დავგეგმოთ წარმატებული კამპანია?
▪ ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული კამპანიის დაგეგმვის ტექნიკები;
▪ ახალგაზრდების მობილიზაციისა და ჩართულობის მექანიზმები;
▪ ლობირება და ადვოკატირება;
▪ ციფრული კამპანიების მართვა;
▪ საჯარო გამოსვლა და ეფექტური პრეზენტაცია;
▪ ტრენინგის ჩატარების მეთოდები, დამხმარე ციფრული პლატფორმები;
▪ დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა და პარტნიორების მოძიება.

შეხვედრის ციკლი გაიმართება 1-10 მარტს, ZOOM პლატფორმის მეშვეობით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, ახმეტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობა უფასოა, მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოხატონ მზადყოფნა, გახდნენ ახალგაზრდული პლატფორმის წევრები 2022 წლის 28 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/cz4iW111z7BrALQw8

მეტი ინფორმაციის მისაღებად და ტრენერების გასაცნობად, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს: https://fb.me/e/1lwZxjalp

აქტივობა ინიცირებულია მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდულ პლატფორმის იერ, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის ინოვაციური და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ქსელის შექმნით. პლატფორმა შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.