რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კოკოითი ცხინვალში დაბრუნდა და ე.წ. პრეზიდენტობისთვის იბრძვის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცხინვალში დაბრუნდა და არჩევნებში იღებს მონაწილეობას. იგი კვლავ დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად.

წინასაარჩევნო შეხვედრა პარასკევს კაფე ,,ჩემპიონთა ლიგის'' ეზოში გამართა. მანამდე მხარდამჭერები სასტუმრო "ირისტონის" შენობაში არ შეუშვეს, სადაც საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო.

კოკოითის კანდიდატურას მხარი საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრმა დაუჭირა. მან მხარდამჭერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

"2017 წლის შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბეთ. დღეს ისევ მიწვევთ ჩემი კანდიდატურის დასაყენებლად", - თქვა კოკოითმა.

მან აღნიშნა, რომ ესმის, რამდენად რთულია ეს, "რადგან დღეს რესპუბლიკაში ვითარება უფრო რთულია, ვიდრე 2008 წლის ომამდეც კი". ექს-პრეზიდენტმა ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციისკენ, ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებისა და მოქალაქეების რესპუბლიკაში დაბრუნების პირობების შექმნისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მოექცნენ მოქმედ პრეზიდენტს და სხვა კანდიდატებს, რაც შეიძლება "კორექტულად".

კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ ის არავის დაუჭერს მხარს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 10 აპრილს.

კოკოითმა ჯერ კიდევ 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობა სცადა, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ დაარეგისტირეს. დე-ფაქტო რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა 2001 წლიდან 2011 წლამდე, მის დროს სამხრეთ ოსეთი რუსეთმა აღიარა. თანამდებობა დატოვა 2011 წლის ზამთარში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შემდეგ.⁣⠀

რედაქციისგან: მასალაში შესაძლოა მოცემულია ისეთი ტერმინები, რომელიც გამოიყენება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.