რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შურისძიება თუ ღალატი - ფალელაშვილის ფაქტორი
დღეს, ქალაქ გორის საკრებულოში, თავმჯდომარე, მოადგილე და 4 კომისიის წევრის იმპიჩმენტის პროცედურები განხორციელდა.

საკრებულოს ოპოზიციის რვა წევრმა ჯერ თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე გადააყენა, შემდეგ, მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერა.

დანარჩენი კომისიის წევრების გადაყენებაც წარმატებით დასრულდა.

ის რვა დეპუტატი, რომელმაც თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ხელმძღვანელების გარეშე დატოვა, ყველა კენჭისყრაზე ერთსულოვანი აღმოჩნდა.

ამ რვა კაცში შედის:

,,ქართული პარტია" - 4 წევრი; (ილია მეტერეველი, გიორგი ამბოკაძე, რამაზ იოსელიანი, ლერი ლაფაჩი)
,,თავისუფალი დემოკრატები" - 2 წევრი; (დავით წეწვაძე, თამარ თედლიაშვილი)
ნაციონალური მოძრაობა - 1 წევრი, (მინდია გოდერძიშვილი)
დამოუკიდებელი წარმომადგენელი - 1 წევრი (სოსო ფალელაშვილი)

გადამწყვეტი ხმა დამოუკიდებელ დეპუტატს, სოსო ფალელაშვილს ეკუთვნოდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო დანარჩენმა 7-მა დეპუტატმა. ამათგან, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრია პაპუნა კობერიძე, ნინო ზურაბიშვილი, მერაბ მაისურაძე, დავით რაზმაძე, ვანო ჩხიკვაძე, ასევე, ,,ლეიბორისტი" - ზაზა მეზვრიშვილი და ,,ბურჯანაძე - დემოკატიული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ როსებაშვილი.

,,ფაქტი სახეზეა. გამოჩნდა, ვის რა რესურსი აქვს" - განაცხადა სოსო ფალელაშვილმა, რომელსაც უთხრეს, რომ ის პარტია ,,ქართული ოცნებისთვის" დიდ რესურსს არ წარმოადგენს.

2016 წლის 4 იანვარს სოსო ფალელაშვილმა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

სხდომის დამთავრების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტიას და გუნდს, ფალელაშვილის სახით, დიდი რესურსი არ დაუკარგავს.

იმავე საღამოს კაფე ,,შანზელიზეში" ფალელაშვილი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თვით პარტიის წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა გაახმოვანა.

მეორე დღეს, საკრებულოს აპარატში შედის 5 განცხადება. დეპუტატების ოპოზიციურმა ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მუდმივმოქმედი 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვა.

განცხადების ავტორები, მხოლოდ, ერთი კომისიის თავმჯდომარის თამარ თედლიაშვილის გადაყენებას არ ითხოვდნენ.

პარალელურად, ოპოზიციური რვიანი გორის ბიუჯეტს ორჯერ აგდებს. მესამედ, ბიუჯეტის პროექტი შემათანხმებელმა ჯგუფმა მოამზადა. როგორც კი საკრებულოს თავმჯდომარე, დღეს, 5 თებერვალს გადააყენეს, ბიუჯეტის მომხრეთა ხმას ,,თავისუფალი დემოკრატების" თამარ თედლიაშვილმა და უკვე დამოუკიდებელმა კანდიდატმა სოსო ფალელაშვილმა საკუთარი ხმები მიამატეს.

რესპუბლიკელი დავით რაზმაძე თვლის, რომ დაპირისპირების პრობლემა პარტიის სათაო ოფისშია. ,,კომუნიკაციის და კომპრომისების პრობლემა იყო" - ამბობს დავით რაზმაძე.

რა პროცესები მოხდა?

2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისას გორის საკრებულო 15 წევრით დაკომპლექტდა.

იმ პერიოდისთვის 15 კაციან საკრებულოში უმრავლესობა კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ეკავა.

კოალიციაში ,,თავისუფალი დემოკრატებიც" შედიოდნენ.

სურათი ასეთი იყო:

კოალიცია ,,ქართული ოცნება" - 8 წევრი (პაპუნა კობერიძე, ნინო ზურაბიშვილი, სოსო ფალელაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, მერაბ მაისურაძე, დავით რაზმაძე, დავით წეწვაძე, თამარ თედლიაშვილი)

დანარჩენი 7 ადგილი ასე გადანაწილდა:

4 წევრი - ,,ქართული პარტია (გიორგი ამბოკაძე, რამაზ იოსელიანი, ლერი ლაფაჩი, ილია მეტრეველი)

1 წევრი - ნაციონალური მოძრაობა, მინდია გოდერძიშვილი
1 წევრი - ლეიბორისტული მოძრაობა, ზაზა მეზვრიშვილი
1 წევრი - ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოსთვის, ზურაბ როსებაშვილი

2014 წლის 7 ნოემბერს ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" უმრავლესობა დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. 8 კაციან ,,ქართულ ოცნებას" 2 წევრი გამოაკლდა.

ძალთა თანაფარდობა შეიცვალა

,,ქართული ოცნება" - 6 წევრი
,,ქართული პარტია" - 4 წევრი
,,თავისუფალი დემოკრატები"- 2 წევრი
,,ნაციონალები" - 1
,,ლეიბორისტები" - 1
,,ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოსთვის" - 1

საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტი კვლავ ,,ქართულ ოცნებას" ეკავა.

2015 წლის 25 აგვისტოს ,,ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეებმა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენება მოითხოვეს.

თუმცა, 2015 წლის 4 სექტემბერს ნორვეგიიდან დაბრუნებულმა ,,ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს" და ,,ლეობირსტების" წარმომადგენლებმა კონსულტაციების დროს ,,ქართული პარტიისა" და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებთან კონსულტაციები უშედეგოდ დაამთავრეს.

ისინი პროცესს გამოეთიშნენ. იმპიჩმენტის მომხრე 7 დეპუტატი დარჩა და ბუნებრივია ერთი ხმა აკლდათ.

აგვისტოს იმპიჩმენტი არ შედგა.

2016 წლის 4 იანვარს კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" სოსო ფალელაშვილი გამოაკლდა, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი იყო.

იმპიჩმენტის მომხრე 7 დეპუტატისთვის სოსო ფალელაშვილის ხმა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მასთან კონსულტაციები დაიწყეს. ეს კონსულტაცია წარმატებით დასრულდა.

2015 წლის 5 იანვარსვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენება მოითხოვეს.

გადაყენება მოითხოვეს ასევე იმ პირების, რომლებმაც პირველ იმპიჩმენტში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს. ესენი არიან ,,ლეიბორისტები" და ,,ბურჯანაძე- დემოკრატიული საქართველოსთვის"



საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებული პაპუნა კობერიძის შეფასება





საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან საკუთარი სურვილით გადამდგარი ნინო ზურაბიშვილის შეფასება





გადამწყვეტი ხმის მფლობელის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის სოსო ფალელაშვილის შეფასება






რესპუბლიკელი დავით რაზმაძის შეფასება - სად დავუშვით შეცდომა?





გორის მერის ანალიზი საკრებულოს ხელმძღვანელების იმპიჩმენტის შემდეგ








Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.