რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ერგნეთში 105-ე შეხვედრა გაიმართა - მხარეებმა დაკავებების გაზრდილ რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის 105-ე შეხვედრა გაიმართა.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, მხარეებმა ისაუბრეს დაკავებების გაზრდილ რაოდენობის შესახებ, რომელიც ბოლო კვირებში დაფიქსირდა. მხარეებს, დაკავების ყველა საქმეზე, ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს, ასევე ურჩიეს, რომ გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოსახლეობას გადაადგილებისას მეტი თავისუფლება ჰქონდეთ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დაკავების მიმდინარე შემთხვევებზე და იმსჯელეს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე COVID-19 პანდემია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებზე. მათ ასევე განიხილეს „ბორდერიზაციის“ შემთხვევები, ასევე ჩორჩანა-წნელისის მიდამოში არსებული ვითარება.
თანაფასილიტატორებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წვდომას რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახლოვდება სააღდგომო დღესასწაულები.
სხდომას თანათავმჯდომარეობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ უწევდნენ.
ელჩმა შჩიგელმა მონაწილეებს მოუწოდა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ყოველგვარი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავონ, რომელიც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობის მდგომარეობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
მან მოუწოდა მხარეებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხის მოსაგვარებლად, აქტიურად გამოიყენონ და დაგეგმილ აქტივობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს წინასწარ აცნობონ.
IPRM შემდეგი შეხვედრა 2022 წლის 12 აპრილს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები