რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ფხიზელი დადებითი პიროვნებაა“ - ძალადობის მსხვერპლი ქალი მეუღლეს შეურიგდა
მამაკაცს, რომელსაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ცემაში ედება ბრალი (3 ეპიზოდეზე), მუქარის ბრალდება მოუხსნეს. სასამართლომ მხოლოდ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ ზემდგომ ინსტანციებში ბრალის დამძიმება უშედეგოდ სცადა.

საქმე ჯერ გორის სასამართლომ განიხილა, შემდეგ ბოლნისის სასამართლომ. ქალმა აღნიშნა, რომ ცემასაც და მუქარასაც ადგილი ჰქონდა, თუმცა მთვრალი მამაკაცის მუქარის არ შეშინებია.

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ნაქირავებ ბინაში გადავიდა. 2021 წლის 17 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა მამაკაცი, საძინებელ ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა არაერთგზის ფიზიკურად იძალადა,

,,მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა ჯერ ტუჩებში, შემდგომ კი - მარცხენა ყურის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, არაერთგზის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.’’ - აღნიშნა პროკურორმა.

გორის სასამართლომ, ცემისა და მუქარის ნაწილში, მამაკაცი სრულად გაამტყუნა, თუმცა ბოლნისის სასამართლომ მუქარის ნაწილი მოუხსნა:

,,მუქარის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი დამნაშავედ ცნობისათვის.’’ - აღნიშნა ბოლნისის სასამართლომ.

გამამართლებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ დაზარალებულმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

,,სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.’’ - განმარტა სასამართლომ.

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მამაკაცი და ქალი სამი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მამაკაცი მას პერიოდულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ქალმა სასამართლოს განუმარტა, რომ ეს იყო ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა, რადგან მამაკაცი მთვრალი იყო. სინამდვილეში ფხიზელი დადებითი პიროვნებაა.

,,რაც შეეხება მუქარის ფაქტს, მამაკაცი იმ დღეს „სიკვდილით“ დაემუქრა, მაგრამ არ შეშინებია, რადგან ნასვამ ადამიანს არ დაეჯერება. მისივე ჩვენებით, მამაკაცს შეურიგდა, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ყველაფერს პატიობს.’’ - წერია განაჩენში.

მამაკაცს 3 წლის ნაცვლად 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.