რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს ულოცავენ ბათუმის იმ უბნის შედეგებს, სადაც კოორდინატორად იყო მივლინებული
იმ უბანზე, სადაც ბათუმში, კოორდინატორად გორის ვიცე-თავმჯდომარე
მარლენ ნადირაძე იყო მივლინებული, ,,ქართული ოცნების'' კანდიდატმა
თითქმის 70%-ით გაიმარჯვა.
ამ შედეგს გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ლიდერი მიხეილ გოგინაშვილი გორის გამარჯვებად თვლის, ხოლო წარმატებას მარლენ ნადირაძეს ულოცავს.
,,სტატუსი უბრალოა. პარტიული წევრი. რომელსაც ბევრი არჩევნების გამოცდილება აქვს, ეხმარება უბნებს ტექნიკურ საკითხებში. ყველა პარტია გზავნის. ჯერ ერთი, ერთად ვიყავით მე და მარლენი. კი არ მივულოცე, მის გვერდზე გავაზიარე. რადგან ორივე ვიყავით. მეორეც მარლენის დამსახურებააო რო წერს ჟურნალისტი, თავისნაირი უტვინო გონია ეტყობა გარშემო სამყარო. გორმა მონაწილეობა მიიღო და შეიტანა წვლილი. თუ ვერ არკვევს, რა წერია, შეუძლია იკითხოს და სისულელეები არ წეროს.'' - ასე გამოეხმაურა მიხეილ გოგინაშვილი სტატიას.
ბათუმში 2 აპრილს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის შუალედური არჩევნები ჩატარდა.
წინასწარი მონაცემების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა.
წინასწარი მონაცემებით, ბათუმში არჩევნებზე 10 578 ამომრჩეველი მივიდა, ამომრჩეველთა 51.3 პროცენტი.
არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში წინასწარი შედეგების დათვლა ბათუმში შესაძლებელი გახდა ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატებით.
"ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დაითვლიან და სწორედ ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე მონაცემები" – აცხადებს ცესკო.
ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 29 საჩივარი.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები