რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
5-6 აპრილს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ელჩი კელი დეგნანი შიდა ქართლს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გორის სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლო რეფორმებში მონაწილეობენ.
დაათვალიერა აშშ-ს მთავრობის დახმარებით გაძლიერებული საწარმოები, ეწვია თავდაცვის აკადემიას, მშვიდობის კორპუსის პარტნიორს საზოგადოება ბილიკს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას, დემოკრატიის სკოლის სამოქალაქო აქტივისტებს, ნატო-ევროკავშრის საინფორმაციო ცენტრს.
ვიზიტის დროს ელჩი Qartli.ge-ს რედაქციას ესტუმრა;
Qartli.ge: საუბარს დავიწყებთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, გაიმართა აქციები, ჰუმანიტარულ პროცესში ჩაერთო უამრავი ორგანიზაცია, სკოლის მოსწავლეებიც კი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მთავრობამ და პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის არ შეუერთდება საერთაშორისო თანამეგრობრობის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაეთანხმა ამ პოზიციას და აღნიშნა, რომ ის ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. თქვენ როგორ განცხადებას მოელოდით საქართველოს მთავრობისაგან?
- დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ და ვლოცულობთ უკრაინელი ხალხისთვის. რომლის წინაღმდეგ რუსეთმა გააჩაღა სასტიკი და პროვოცირებული ომი. ეს ალბათ ყველაზე კარგად ესმის ამ რეგიონის მოსახლეობას, რომლებმაც დიდი ხნის წინ, საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი.
ჩვენ მივესალმეთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის განცხადებებს, ასევე მის პოზიციას გაეროს, ეუთოს და სხვა მრავალეროვან პლატფორმებზე. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილის გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ყველა ერთიანი ვართ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაჩვეულებრივად წარმოადგინა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე და მართლაც ის უპრეცედენტო დახმარება, რაც საქართველოდან წავიდა, იქნებოდა ეს სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან თუ კერძო ინიციატივებით, იყო ძალიან მძლავრი და მნიშნელოვანი ნიშანი უკრაინელებისთვის იმისა, რომ ქართველები უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით დგანან და უჩვენებენ მხარდაჭერას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სანქციების შესაბამისობაში ყოფნა, იმიტომ, რომ სანქციები ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რაც აიძულებს პუტინს, რუსეთს, რომ შეაჩეროს ეს ომი.
ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ სანქციების უკან, რათა ეს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი მექანიზმი ამ ომის შესაჩერებლად. ეს ყველა ჩვენგან გვინდა.
Qartli.ge: უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, უფრო მეტად ცხადი გახდა, რომ საქართველოში არის ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს მისწრაფებას დასავლეთისკენ. გააქტიურდნენ პრორუსული ჯგუფები და პარტიები.
თქვენი შეფასებით, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ქვეყანამ უარი თქვას დასავლურ კურსზე? რამდენად ძლიერია ხელისუფლება, რომ ამ ზეწოლას გაუმკლავდეს? პროდასავლური ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ისედაც პრორუსულია. თქვენი გადმოსახედიდან?
კელი დეგნანი: ძალიან ბევრი საზოგადოებრივი კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლური ინტეგრაცია; ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამას ყოველთვის აჩვენებს ხოლმე ეს კვლევები. მოსახლეობის 80%-ს სურვილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი; 75% უჭერს მხარს ნატოს წევრობას. ასე, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ დაამტკიცოს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობის ძალიან მაღალი სტანდარტები.
რაც შეეხება ულტრამემარჯვენე მოძრაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ამასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს არის ჯგუფები, რომლებიც უბიძგებენ და მოუწოდებენ ძალადობისკენ; ესენი არიან ისინი, ვისაც სურთ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში, მაშინ როდესაც ძალიან ბევრია რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. და ეს არის ხალხი, რომელიც ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას; ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას იმისათვის, რომ შეიტანოს დაბნეულობა და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საშიში საქართველოსთვის.
როდესაც ვეცნობი ხოლმე ახალ ამბებს, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა მოსახლეობამ, ზოგიერთ ქალაქში, უარი განუცხადა მათი ოფისების გახსნას. ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ხალხის დამოკიდებულებას; რომ ხალხის სურვილია, ცხოვრობდნენ დემოკრატიულ საზოდოგაეობაში, ემსახურებოდნენ იმ საერთო ღირებულებებს, რაც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ წყობას, ეს გახლავთ სიყვარული თავისუფლებისადმი; ოჯახის და ტრადიციების მიმართ რწმენა; და არა ვთქვათ, საზოგადოების გახლეჩვა და გაყოფა. შესაბამისად, საზოგადოების გაერთიანება არის მნიშვნელოვანი.
Qartli.ge: რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ზოგადად, ისეთ პერიოდშიც, როდესაც არაა საარჩევნო პერიოდი. პირველ დარტტყმას სწორედ ადგილობრივი ჟურნალისტები იღებენ. დარტყმა მოდის როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ე.წ. კონსერვატორული ჯგუფებისგან (ალტ ინფო და ა.შ.). ჟურნალისტებს გაუჩნდათ ფიზიკური არსებობის შიში. მათ სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. თქვენი აზრით, რა ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უსაფრთხოების განცდა გაიზარდოს.
მედიის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოდ შეასრულონ საკუთარი საფრთხე, განახორციელონ თავის საქმე და რა თქმა უნდა, ამის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. მთავრობამ უნდა უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოება; მედიის თავისუფლება ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ საკუთარ საქმიანობას და მიაწოდონ ზუსტი და სანდო ინფორმაცია მოსახლეობას, რათა მათ შეძლონ ინფორემიბული გადაწყვეტილების მიღება.
თქვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის მაგალითზე გეტყვით რა ხდება, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი მედია როდესაც მოსახლეობას არ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია. რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს სწორი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში. უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ აწვდიან მხოლოდ დეზინფორმაციას. ეს არ არის ინფორმაცია, რასაც ისინი იღებენ. შესაბამისად, თავისუფალი მედია, ჟურნალისტების საქმიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის.
Qartli.ge: ჩვენ ვახსენეთ საარჩევნო პერიოდი, რომელიც ძირითადად აგრესიული ფონით გამოირჩევა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ითვალისწინებს პარტნიორის ქვეყნების წარმომადგენელთა რეკომენდაციებს, თუმცა ვხედავთ, რომ მაინც ძალიან მკაცრი შეფასებები კეთდება დამკვირვებლების მხრიდან – როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან. - თქვენი შეფასებით, როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები? რა რეკომენდაციები რჩება გაუთვალისწინებელი და ამჟამად, რა საკითხების მოგვარებაზე მუშაობთ მთავრობასთან.
ჩვენი საელჩო ყოველთვის აკვირდება არჩევნებს. ახლაც ბათუმში გაგზავნილი გვყავდა სადამკვირვებლო და შესაბამისად გვესმის მიმდინარე პროცესების შესახებ, თუ რა ხდება.
კარგია ხოლმე, როდესაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ჯგუფები ჩამოდიან ხოლმე საქართველოში, რადგან მათ უკვე არჩევნების შემდგომ, შეუძლიათ რეკომენდაციების გაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ იმუშავა კარგად, რამ – არა. რა უნდა გამოსწორდეს, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს უკეთესი. ამ რეკომენდაციების არგანხორციელება, მათი უგულვებელყოფა – ეს ნიშნავს, რომ დაიკარგა შესაძლებლობა, რომ თითოეული არჩევნები იყოს უკეთესი, ვიდრე მისი წინა.
როცა ქვეყანაა არის ასეთი ახალგაზრდა; როცა დამოუკიდებლობა მოპოვებული აქვს სულ რაღაც 32 წლის წინ, ბევრი რამ იქნება გასაუმჯობესებელი საარჩევნო პროცესში და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა იმუშავოს ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ეს ყველაფერი დაიხვეწოს და მოსახლეობასაც უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს ამ პროცესების მიმართ.
Qartli.ge: რეგიონულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ადგილობრივ თემებში მცხოვრებ ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა, სადაც ხალხს პირისპირ ხვდებიან, ავტობუსის გაჩერებაზე, პურის რიგში, ან მაგალითად თუნდაც მოსავლის მოყვანის დროს საკუთარ ნაკვეთში: ამ დროს ძალიან სტრესულია ჟურნალისტისთვის ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის რუსული ნარატივის მოსმენა - ,,ევროპა და ამერიკა ქართველობას გვართმევენ“. ამ დროს ფიქრობ, ნუთუ ყველაფერი თავიდან დასაწყებია? ცოტა პოზიტიურად რომ დავასრულოთ საუბარი – რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და არა რუსული მმართველობა?
- ქართველებმა კარგად იციან, რუსეთის მმართველობა, როგორ ცდილობდა წაერთმია ენა, როგორ წაართვა მართლმადიდებლური ეკლესია, როგორ იკავებს მისი ტერიტორიის 20%-ს; როგორ ახდენს მის ოკუპაციას. ასე, რომ საქართველომ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა.
სწორედ ამიტომ ძალიან ბევრ ქართველს სურს, რომ იყოს უფრო ახლოს ევროპასთან, იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი; სწორედ ამიტომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 75% ნატოში გაწევრიანებას.
ბევრი ადამიანი საკუთარ შვილებს აგზავნის საზღვარგარეთ, ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, იმიტომ, რომ ისინი იქ სწავლობენ ღირებულებებს, რაც ჩვენ ყველას, ჩვენ და თქვენ, ქართველებს გვაერთიანებს. და ეს ღირებულებები არის სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ.
ქვეყნიდან გასვლასთან ერთად ჩვენი კავშირები იზრდება, ეს იქნება მაგალითად ეკონომიკური კავშირები თუ სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ვითარდება და იზრდება. მაგალითად, ძალიან ბევრი ტურისტია აშშ-დან და ევროპიდან, ჩამოდის საქართველოში, რათა გაიგოს უფრო მეტი ქვეყნის შესახებ; იმედია, რომ დაუბრუნდება იმ ძველ ნიშნულს, რაც პანდემიამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთიანები.
წელს 30 წელი შესრულდება საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური კავშირების დამყარების დღიდან. 30-ე იუბილეს ვზეიმობთ. როდესაც ვსტუმრობ ასეთ რეგიონებს და ვუყურებ, რა გაკეთდა ერთობლივი პარტნიორობით და თანამშრომლობით, ეს ძალიან შთამბეჭდავია,
ჩვენ მრავალი მიმართულებით ვითანამშრომლეთ. იყო ეს ეკონომიკური განვითარება თუ სხვადასხვა მიმართულება. დღეს მაგალითად მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან, რომლებიც მუშაობენ ძალიან ბევრს იმისათვის, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული ქვეყანაში.
ისინი არიან ერთგულნი თავისი საქმის მიმართ. ქართველები ბუნებით მაინც იხრებიან ევროპისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ, იმიტომ, რომ ეს არ არის რაიმე ახალი საქართველოსთვის, ეს არის ღირებულებები, რაც ქართულ კულტურასა და ტრადიციებში არის. ეს არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რწმენა და სურვილი იმისა, რომ ეს ღირებულებები დაიცვა. სწორედ ეს არის, რასაც აფასებენ ამერიკელები ქართველებში და რაც გვიყვარს ქართველებში.
ინტერვიუ აშშ-ს ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან – ქართლის სტუდია

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები