რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ახალგორელის ბლოგი
რედაქცის ფოსტაზე წერილი მივიღეთ ახალგორიდან. ახალგაზრდა მამაკაცს სურს, რომ გაგვიზიაროს თავისი მოსაზრებ

მოლოდინი და ვარაუდები 10 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ


არჩევნებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ. კანდიდატებიდან ახალგორში გაიმარჯვებს ის, ვინც ახალგორელებს საქართველოში გზის გახსნას დაჰპირდება. ახალგორის რაიონისთვის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია, და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ასე რატომ სპეკულირებს ამ თემასთან დაკავშირებით, არ მესმის.

როდესაც 2019 წელს გზა დაკეტეს, მაშინ სთქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო წნელისის პოსტთან. მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ ახალგორელები და წნელისის მილიციის პოსტი, არ მესმის საერთოდ.

ასევე ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ საქართველოს ხელისუფლება არაფერ კომპრომისებზე არ მიდის ამ პოსტთან დაკავშირებით. მე ასევე ვკითხულობდი, თუ რა თემებზე ლაპარაკობენ ხოლმე შეხვედრებზე ერგნეთში ამ საქმესთან დაკავშირებით. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ახალგორის რაიონის მოსახლეობის ცხოვრება არც საქართველოს აინტერესებს და არც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას. ამჟამად მიდის წინასაარჩევნო კომპანიის აქტიური ფაზა.

ჯერჯერობით დარჩენილია მხოლოდ 5 კანდიდატი, მათ რიცხვში ასევე პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ჩვენ ახალგორელები შორიდან ვადევნებთ თვალს ცხინვალში მოვლენებს და ვითარებებს, მაგრამ უკვე სოციალურ საიტებიდანაც ჩანს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია ამ მხრივ.

ყველა კანდიდატისთვის ახალგორის რაიონი შორეულ რაღაცას ნიშნავს, რომელიც მათთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. მაგალითად მთელი პრეზიდენტობის 5 წელი ბიბილოვი რაღაც მხოლოდ 5 ჯერ იყო ჩამოსული თვით ახალგორში, მეტი არა.

სოფელ წინაგარის ზონაში უფრო ხშირად იყო ხოლმე რა თქმა უნდა. ასევე დანარჩენი კანდიდატებიც არ ყოფილან ახალგორში. ამ კანდიდატებს არავინ არც იცნობს თითქმის ახალგორელებიდან. კანდიდატები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ ახალგორის ხალხით, როდესაც საჭირო გაუხდათ, რომ თავი აჩვენონ და ხმები მოითხოვონ ახალგორელებისაგან.

მე ძირითადად წინააღმდეგი ვარ ესეთი პოპულიზმის. ხელისუფლებაში თუ მიდიხარ, ესეიგი შენი ხალხი და სახელმწიფო უნდა გიყვარდეს, და სახელმწიფო კი მხოლოდ ცხინვალით არ შემოიფარგლება. ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ჩვენს რაიონისაკენ ნაკლები ყურადღება, ვიდრე სხვა რაიონებისაკენ. 26 მარტს შედგა კანდიდატი ალან გაგლოევის შეხვედრა ახალგორის ადგილობრივ მოსახლეობასთან. ის მათ დაჰპირდა, რომ თუ გაიმარჯვებს, გზას გაუხსნის საქართველოში, ასევე კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს ახალგორში და ა.შ.

31 მარტს კი ბიბილოვი აპირებს ხალხთან შეხვედრას. მისი შეხვედრის ტაქტიკა მთავრდება იმაში, რომ ჰკითხოს ხალხს, თუ რა უნდათ და რა სჭირდებათ მათ, მერე ჩაწეროს ეს სახალხო პროგრამაში, და ამით წავიდეს ისევ არჩევნებში.

ვფიქრობ, გზის გახსნაზე არცაა საუბარი მის მხრივ სამწუხაროდ. სურვილიც არა აქვთ გზის გახსნის. დანარჩენ კანდიდატებთან როდის იქნება შეხვედრა, ეს არ ვიცით ჯერ. მხოლოდ ერთი ვიცი, რომ ხალხი დაიღალა ცარიელი დაპირებებით. არავის არ სჭირდება დიდებული გეგმები და დაპირებები.

გვირჩევნია, ისინი იყვნენ ჩვეულებრივები, მაგრამ სრულდებოდნენ, და ხელისუფლებამაც უნდა ეცადოს, რომ ასრულოს თავისი დანაპირებები. იმაზე თუ ვიმსჯელებთ, რომელ კანდიდატს აქვს უმეტესი მხარდაჭერა ჩვენს რაიონში, ეს ალბათ გაგლოევი ალანა იქნება. ის ბიბილოვის მთავარი კონკურენტია. ვფიქრობ, ახალგორის რაიონში უმეტესად მას დაუჭერენ მხარეს.

განწყობები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სამხრეთ ოსეთის და განსაკუთრებით ახალგორის რაიონის მაცხოვრებლები შფოთვით უყურებენ უკრაინაში ბოლო დროის მიმდინარე მოვლენებს. ომი ყოველთვის საშიშროებას წარმოადგენს, ჩვენ განვიცადეთ და ვიცით რაც არის ომი. და მხოლოდ ბოლო 15 წელია, რაც ვგრძნობთ მშვიდობას და სიწყნარეს.

სამხრეთ ოსეთში და ასევე ახალგორში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები დონეცკის და ლუგანსკის მაცხოვრებლები. ისინი ყვებოდნენ იმაზე, თუ როგორ რთული ვითარებებში ცხოვრობდნენ იგი. ეს რათქმაუნდა საშინელებაა:

მუდმივი სროლები, პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემები, ახლობლების და ნათესავების სიკვდილი და ა.შ. ინტერნეტში და სხვა საინფორმაციო მედიებში სხვადასხვა ინფორმაციებს წერენ და აჩვენებენ უკრაინაში მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე და მიზეზებზე წერენ და საუბრობენ.

ჩემი აზრით ეს ძმათამკვლელობითი ომია, და ჩემთვის უკრაინელებიც და რუსებიც თითქმის ერთი ხალხია, რომელიც ერთმანეთს დაატაკეს სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აქ მიზეზები გლობალურია, ისევე როგორც შედეგები უკრაინისთვისაც, რუსეთისთვისაც და სამხრეთ ოსეთისთვისაც. მე პირადად არ მინდა ეხლა განვიხილო, თუ ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ომი მალე უნდა დამთავრდეს.

მე ასევე ვაკვირდები მოვლენებს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც. უკრაინის ომი რა თქმა უნდა საქართველოს ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა.

ბოლო დროს საქართველოში ხშირად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებზეც ჩვენც ვნერვიულობთ, იმიტომ რომ ბევრ ჩვენთაგანს ყავს საქართველოში ახლობლები და ნათესავები, და აქედან გამომდინარე საქართველოში რაიმე სიტუაცია რა თქმა უნდა აქ ახალგორში ჩვენს ცხოვრებაზეც აისახება.

ასევე რამდენადაც ვამჩნევ, საქართველოში ზოგიერთი მომიტინგეები, რომლებსაც აქვთ ალბათ რაიმე ავტორიტეტი, მოუწოდებენ ხალხს და მთავრობას, რომ ქართულ-ოსური ომი გამოაღვიძონ და ძალით დაიბრუნონ ტერიტორიები თავიანთ კონტროლქვეშ. ნუთუ ამ ზოგიერთებს აღარ ახსოვთ, თუ რა საშინელი ომით დამთავრდა 2008 წელი, და როგორ კატასტროფა იყო ეს ორ ხალხს შორის.

იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკებებზე და მშვიდობაზე იფიქრონ, პირიქით ისევ ომზე ფიქრობენ. ვფიქრობ, ესეთი ხალხი როგორც სამხრეთ ოსეთის, ისევე მთლიანად საქართველოს მტრები არიან.

თვით საქართველოს ეხლანდელმა ხელისუფლებამაც რამდენჯერ სთქვა, რომ 2008 წელს სააკაშვილის ქმედებები იყო დიდი შეცდომა. მაგრამ ესეთი შეცდომა და ქმედებები აღარ უნდა განმეორდეს. პირადად ვიმეორებ: არ უნდა განმეორდეს ეს უარყოფითი მოვლენები.

ვფიქრობ, აქ საომარი მოქმედებები არც სამხრეთ ოსეთის და არც საქართველოს ხალხს არ სჭირდება და არც აწყობს. ჩვენ ყველანი დავიღალეთ ამდენი ომით, და გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხმა ორივე მხარეს აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სიწყნარე უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და არ უნდა რეაგირებდნენ რაიმე პროვოკაციებზე. ვფიქრობ, ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სტაბილური სიტუაცია იქნება, და ის არ იქნება უკრაინის ომში ჩართული.

საჭიროებები და პრობლემები

ეს საკითხი დაკავშირებულია პირველ ორ შეკითხვასთან. სიმართლე რომ გითხრათ, სინამდვილეში ხალხს ნაკლები თემები აქვთ ერთმანეთთან საუბრის. ხალხი როგორღაც გაპარტახებული გახდა და უხასიათო. ვფიქრობ, ეს უმეტესად იმასთანაა დაკავშირებული, რომ გზა საქართველოსთან დაკეტილია თითქმის სამი წელი, და ხალხი ახლობლებს და ნათესავებს ვერ ხედავს.

ისე რათქმაუნდა ბოლო წელს სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესდა იმ მხრივ, რომ ავადმყოფებს უშვებენ ხოლმე, და ხალხს აქვს შესაძლებლობა, რომ სამკურნალოდ გაემგზავრონ, ასევე ახლობლის დაკრძალვაზეც უშვებენ ხოლმე ადამიანს, ან სხვა გადაუდებელ ვითარებაში. ეს ძალიან კარგია რათქმაუნდა. მაგრამ მაინც ხალხს გახსნილი გზა სჭირდება. დაკეტილი საზღვრი მათზე ემოციონალურად უარყოფითად მოქმედებს. ბევრნი იძახიან, რომ დაკეტილი გზის მერე მათთვის სიცოცხლე აზრს კარგავს, მაგრამ საქართველოში წასვლაც არ უნდათ, ისინი ხომ მთელი ცხოვრება აქ გაატარეს.

ამასთანავე, წასულებიც ბევრნი არიან საქართველოში. ასევე ზოგი ცხინვალში მიდის, ზოგი რუსეთში, საქართველოში და ა.შ. რაიონში ახალი კადრებიც ბევრი არ არის. მაგალითად გზის დაკეტვამდე ხეობაში დაახლოებით 5 000 ადამიანი ცხოვრობდა, ეხლა კი სადღაც დაახლოებით 1500 ადამიანი იქნება.

ახალგაზრდობაც ბევრი აღარ არის. ვფიქრობ სიტუაციის შეცვლა შეუძლია მხოლოდ კომპლექსურ სახელმწიფო პროგრამას რაინის მხარდასაჭერად. საჭიროა ახალი კადრების მოწვევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. მაგალითად სახელმძღვანელო თანამდებობებშიც მხოლოდ ცხინვალელები და ცხინვალიდან ჩამოსულები მუშაობენ. ისინი უბრალო ხალხს ბარ ენდობიან, შესაბამისად უბრალო ხალხიც არ ენდობა მათ ბევრად. როგორც ზემოთ ავღნიშნე, რათქმაუნდა დადებითი მომენტებიც არის. მაგალითად ბოლო დროს ბევრმა მიიღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და მათთან ერთად აქაური პენსიებიც რათქმაუნდა, რომლებიც შეადგენენ 280 ლარს დღევანდელ კურსზე.

კიდევ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის მაღალი ფასები პროდუქტებზე და სხვა საყიდლებზე. ფასებიც დღითიდღე მატულობს შეიძლება ითქვას. ეს გამოწვეულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიდან. ეს ყველაფერიც რათქმაუნდა ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრების დონეზე. ვფიქრობ, ამ პრობლემების ერთერთი გადასაწყვეტი გამოსავალი არის საქართველოსთან გზის გახსნა და საქართველოდან პროდუქტების და სხვა საქონელის შემოტანის შესაძლებლობა.

ვფიქრობ, საქართველოში მაინც უფრო იაფია რაღაც რაღაცეები, ვიდრე აქ. ყველანი ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მერე ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ და უფრო მეტი დადებითი რამ იქნება.

პანდემია

კორონავირუსის ახალი ტალღა საბედნიეროდ ნაკლებადაა უკვე განვითარებული და.სუკ უფრო მცირდება ჩვენს საზოგადოებაში. ბოლოს 24 მარტს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 16 პაციენტი. ახალგორში მხოლოდ 2 პაციენტი იყო კორონავირუსის დადებით დიაგნოზით.

26 მარტს მაგალითად სასწრაფოდ გადაიყვანეს საქართველოში ვიქტორ ქისიევი, რომელიც 80 წლის იყო. ისიც კორონავირუსით იყო დაავადებული. თავიდან თითქოს გაუმჯობესებული იყო მისი ჯანმრთელობა.

მაგრამ ცოტა ხანში ისევ გაუარესდა მისი მდგომარეობა, და ეგრევე გადაიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ. მისი საქართველოში ჰოსპიტალიზაცია საბედნიეროდ ადვილად მოახდინეს.

მთლიანობაში რომ ვთქვათ, ამჟამად რაიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს. გადაუდებელ შემთხვევებში კი საქართველოში გადაჰყავთ პაციენტები. არის ცალკე კატეგორიის ხალხი, რომლებიც არღვევენ საზღვარს და ისე შემოდიან საქართველოდან. მათაც რათქმაუნდა ეგრევე სვამენ 2 კვირიან შინა კარანტინზე, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა პსრ ტესტი ან სერტიფიკატი ვაქცინირების.

მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, ცოტა ვიღაცა იცავს ხოლმე იზოლაციის წესებს. სამედიცინო პირბადეებსაც იშვიათად ატარებენ, ისიც ზოგიერთები მხოლოდ. ეს ალბათ იმ მიზეზის გამოც იქნება, რომ კორონავირუსი ძალიანაც აღარ არის გახშირებული ჩვენს მხარეს.

ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია იმდენად აქტუალურიც აღარ არის. ამჟამად სხვა პრობლემები და სიტუაციებია აქტუალური ჩვენს საზოგადოებაში: საქართველოში და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის შენარჩუნება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები!


შენიშვნა: რედაქცია არ აგებს პასუხს მასალაში გამოყენებულ ტერმინებზე და მოსაზრებებზე. მასალა შეიცავს ისეთ ტერმინებს, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყენებენ. ახალგორი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.