რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ვინ არის ალან გაგლოევი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 2022 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, ალან გაგლოევი ლიდერობს.

მან პირველ ტურში მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დე-ფაქტო რესპუბლიკის 3 რაიონში დაამარცხა. ალან გაგლოევი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ხმების მხოლოდ 11.1% მიიღო.

მანამდე იგი იყო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი.

ალან გაგლოევს მშობლები - ედუარდ გაგლოევი და ზალინა თიბილოვი ძარის გზაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ.

ალან გაგლოევის შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა ,,კავკაზსკი უზელმა''. გამოცემის მიხედვით, ალან გაგლოევს გვერდით უდგანან ისეთი გავლენიანი პირები, როგორებიცაა არსენ გაგლოევი (დაბადებული თბილისში) და მიხეილ გაგლოევი.

1990-იანი წლებიდან გაგლოევის გვარის წარმომადგენლები მუდამ იყვნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პოლიტიკასა და ბიზნესში. მაგალითად, არსენ გაგლოევი, პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ამჟამად არსენ გაგლოევი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა. ის 1979 წელს თბილისში დაიბადა.

სტატიის მიხედვით, ალან გაგლოევის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორია რუსული ტემპბანკის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ გაგლოევი.

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ტემპბანკი, 70 სხვა ბანკს შორის, მათ შორის სახელმწიფო კაპიტალის მონაწილეობით, საზღვარგარეთ თანხებისა და კაპიტალის გასატანად გამოიყენებოდა. 2014 წლის მაისში ტემპბანკ-ის წინააღმდეგ, სანქციები შემოიღო აშშ-მ. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ბანკის ლიდერები სანქციების სიაში მოხვდნენ.

რაც შეეხება ალან გაგლოევს, ის 1981 წელს დაიბადა ქალაქ ცხინვალში მუშათა ოჯახში. ჯერ ცხინვალის მე-12 საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ცხინვალის სპეციალურ სკოლა "ელიტაში" გააგრძელა სწავლა, რომელიც 1997 წელს დაამთავრა.

უმაღლესი განათლება მიიღო ა.ა.თიბილოვის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე ფინანსებისა და კრედიტის განხრით, ასევე სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გაგლოევმა ორივე ფაკულტეტი 2002 წელს დაამთავრა.

2003 წელს მან გაიარა კურსები ქალაქ ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

2002 წელს დაიწყო მუშაობა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2004 წელს შეუერთდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, სადაც მუშაობას, როგორც ,,კავკაზსკი უზელი'' წერს, დღემდე აგრძელებს.

ალან გაგლოევი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.