რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,აგური თავში გიხლიათ'' - გორის პირველი სკოლის იერსახეს ცვლიან
გორის პირველი სკოლის კედლები მალე იერსახეს შეიცვლის. წითელი აგურის
კედლებს მთლიანად ცემენტით გადალესავენ. ამ ფაქტმა ქალაქის მცხოვრებთა
აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, ვინც ეს სკოლა
დაამთავრა.
პირველსკოლელები აცხადებენ, რომ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსისთვის უნდა ებრძოლა. ნაცვლად, ამისა, მიმდინარეობს კედლების შელესვა.
სამუშაოები უკვე დაწყებულია. გამარჯვებული კომპანიაა ,,კახა დათაშვილი“, მან საგანმანათლებლო ინფრატრუქტურის სააგენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ,,კახა დათაშვილმა“ უნდა ჩაატაროს როგორც იატაკის, ჭერის, სახურავის რეაბილიტაცია, ასევე შეღებოს კედლები – შელესვის შემდეგ.
ჩვენ გავარკვიეთ, რომ პირველ სკოლას რეაბილიტაცია 2019 წელს ჩაუტარდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, პირველი სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლაში იყვნენ გადანაწილებულნი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობა ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.
,,სკოლის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს განახლებულ სკოლაში დაბრუნება მიულოცეს. სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა ელექტრო გაყვანილობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებსა და დერეფნებს, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და მოპირკეთდა სკოლის ეზო.““ - წერია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა.
2019 წელს სკოლას რეაბილიტაცია 250 000 ლარის ფარგლებში ჩაუტარდა. როგორც მაშინდელი კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რეაბილიტაცია მათ მხოლოდ მეორე და მესამე სართულს ჩაუტარეს:
,,რა თქმა უნდა, ამას სრულ რეაბილიტაციას ვერ ვუწოდებთ. ჩვენ ვმუშაობდით მეორე და მესამე სართულზე. გარეკედლები საერთოდ არ გვეხებოდა, არც პირველი სართული. პირველი სართული ნამდვილად იყო სარემონტო, როგორც მახსოვს“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება გარე კედლებს, კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მათი მუშაობის პერიოდში, კედლებიდან აგურების ცვენის ფაქტი არ დაფიქსირებულა..
,,კედლებიდან აგურების ცვენის ფაქტი არ დაგვიფიქსირებია. ასეთი რამ რომ შეგვემჩნია, ბუნებრივია, შესაბამის რეაგირებას მოვახდენდით. თუმცა, 3 წლის შემდეგ რა ხდება, ვერ გეტყვით“ - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.
ქვემოთ ფოტოზე: 2022 წლის სამუშაოების ჩამონათვალი
დღეს კი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, რომ გარეკედლების შელესვა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყდა. თუმცა, რამდენად არსებობს კედლებიდან აგურების ცვენის საშიშროება, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი ჯერ ვერც ერთმა უწყებამ წარმოგვიდგინა. წერილობით მივმართეთ როგორც განათლების სამინისტროს ქვეუწყებას, ასევე გორის მერიას.
გორის პირველი სკოლის კურსდამთავრებული ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ ხსნის ცემენტის გამოყენებას, თუკი ან აგური ცვიოდა, ან რამე, ამ ტიპის "მიზეზ(ებ)ი".
,, აგური თუ ცვივა, უნდა მიამაგრო და გაამაგრო აგური! შენობა არის კაპიტალური და თუ პრობლემა ჰქონდა ფასადის დეტალებს, ეს უნდა გაეკეთებინათ აკურატულად და პასუხისმგებლიანად და არა ასე ვანდალურად - ვითომ "საქმეში" რომ ითვლი თან. დარწმუნებული ვარ, ბევრ პედაგოგს, გულზე ხელის ბრაგუნით აუხსნია ილია ჭავჭავაძე და "უმსჯელია", რატომ იყო პეტრე დამნაშავე, ან იყო თუ არა, საერთოდ. თუნდაც, პირველ კლასში რომ ლექსს ასწავლიან, ატალახდა ეზო და ვინც ამას ხედავს და თვალს ხუჭავს, ისიც დამნაშვეაო. მაინტერესებს, რატომ ასწავლით ბავშვებს ამ ყველაფერს, ან რა პირით ასწავლით? რა აზრი აქვს? ცხოვრებაში, რეალურად, პირველი კლასის მასალასაც ვერ ითვისებთ თქვენ თავად!’’ - აღნიშნავს ნინო დალაქიშვილი.
ნინო დალაქიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მან იტალიაში ყოფნის დროს, ნახა, როგორ უვლის ქალაქის ხელმძღვანელობა ისტორიულ ძეგლებს. გორის პირველი სკოლა კი ქალაქის უახლესი ისტორიის ნაწილი.
,,ჩემი მეგობრები იხსენებენ ხოლმე, როგორი გამწარებული იყავი, იტალიიდან რომ დაბრუნდიო. კი, ვიყავი გამწარებული, რადგან იქ პატარა დეტალსაც კი უვლიან. სულ რომ სკამის ფეხია, იმასაც უვლიან, ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ, გაალამაზონ, როგორ უფრო მოხერხებული, გამძლე და ამავდროულად, ესთეტიურად მიმზიდველად აქციონ. ესაა დასავლური ცხოვრების წესი, ესაა ევროპელობა. აქ კიდევ, რაც გვაქვს, იმასაც ვაბანძებთ, ვაქაჯებთ და მერე, ერთმანეთისკენ ხელს ვიშვერთ, ამის ბრძანება იყო, ის "პატარა ქალია, ვერაფერს წყვეტს" და ასე ვინგრევთ თავზე იმას, რაც რუსებისგან გადაგვირჩა. ჩაჩუმათება, ნაგვის ხალიჩის ქვეშ შეტენვა და მერე თავმომწონედ წამოკოკლოზიკება ჩვენი სპორტია. ამას, შიგადაშიგ, დანგრეულ ალეპოზე დარდსა და დაბომბილ უკრაინაზე მჯიღისცემასაც ვუთავსებთ. ჰოდა, ამიტომაც ვართ ასე, ტლაპოში, ღორებივით, აქაა ჩვენი ადგილი.’’ - წერს ნინო დალაქიშვილი.
ნინო დალაქიშვილი ჟურნალისტია, მუშაობს საერთაშორისო გამოცემებში. მისმა ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. პირველი სკოლის ჩაცემენტების ამბავს არაერთი ადამიანი გამოეხმარა, მათ შორის, ისეთებიც, ვისაც პირველ სკოლასთან არავითარი შეხება აქვს.
სოციალურ ქსელში ატეხილ ამბავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ცალკე გამოეხმაურა.
,,პირველი საჯარო სკოლის შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიუხედავად წითელი აგურის კედლების სილამაზისა, სპეციალისტების განმარტებით, არაფერი ფასეული არ ფუჭდება. კედლები იშლებოდა და როდის ვის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე, პასუხისმგებელი ვერავინ გახდებოდა. აგურითვე რეაბილიტაცია გამორიცხეს ისევ სპეციალისტებმა, ამ საკითხში ჩემი კომპეტენციის დონე კი მაიძულებს დავუჯერო ჩემზე კომპეტენტურებს.’’ - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.
ვინ არის კომპეტენტური სპეციალისტი ამ საკითხში, რესურსცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია. თუმცა, ჩვენ განათლების სამინისტროსგან ოფიციალურ დოკუმენტებს ველოდებით.
ნანა ტერმაკოზაშვილი მკითხველს განუმარტავს, რომ სამუშაოების დამკვეთი არ არის არც სკოლა და მით უფრო - არც რესურსცენტრი.
,,შესაბამისად, ვისაც ფინანსური მხარე გაინტერესებთ, მიმართეთ დამკვეთს - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. დღეს კიდევ ერთხელ ნახეს ადგილზე სპეციალისტებმა შენობა და სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ფოტოებზე ნახეთ, ბუნებრივია, არ მოგეწონებოდათ, ამიტომ დაელოდეთ საბოლოო სახეს. ფოტოებზე ჩანს შენობის უკანა მხარე, უკვე შეღებილი, და ჩანს ის კედლებიც, რომლებიც გაილესება და შეიღებება.’’ - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.
ჩვენ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიის სპეციალისტს ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია პირველი სკოლის იერსახის შენარჩუნება. მან გვითხრა, რომ სრულიად შესაძლებელია აგურების ამოცვლით, რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ აგურები იშლება. ,,რა თქმა უნდა, ეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, ხოლო პროექტი უნდა ძვირი დაჯდება“
გორის პირველი სკოლა 1945 წლიდან 1952 წლამდე ქალთა პირველ სკოლად იწოდებოდა. 1952 წლიდან ვაჟთა და ქალთა სკოლები გაერთიანდა და #1 საშუალო სკოლად დაიწყო ფუნქციონირება. 1962 წლიდან აშენდა ახალი შენობა და სკოლამ მინა დაიდო დავით აღმაშენებლის #45-ში და დღესაც აქ აგრძელებს ცხოვრებას.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები