რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საქართველომ აშშ-ს გადასცა ორი ბრალდებული, რომლებიც ნარკოშემოსავლების გათეთრებით იყვნენ დაკავებულნი
ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულ იქნენ შეერთებულ შტატებში.

ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

პრეს-რელიზის მიხედვით, იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.

2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

,,2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა.DEA და აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მათი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.’’ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე მოჰამედ იასინი იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის განმახორციელებელი ლიბანური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო ჰასან აბდულ რაჰმანი ამავე ორგანიზაციის წევრი.

მოჰამედ იასინი და აბდულ რაჰმანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდნენ უკანონო, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციასა და სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრაციას, ხოლო გაწეული მომსახურებისთვის იღებდნენ ლეგალიზებული ქონების დაახლოებით 13-17% შემოსავალს.

2018 წლის 16 თებერვალს მოჰამედი შეხვდა ორ პარტნიორს, რომლებთანაც განიხილა ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობის შედეგად მიღებული 9 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაციის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები.

2018 წლის 20 თებერვალს ერთ-ერთმა პარტნიორმა მოჰამედს განუცხადა, რომ მათ ლეგალიზაციისთვის მზად ჰქონდათ 100 000 ავსტრალიური დოლარი. 2018 წლის 27 თებერვალს აღნიშნული თანხა პარტნიორებმა, მოჰამედის მითითებით, გადასცეს აბდულ რაჰმანს, რის შემდეგაც, ფულადი თანხა ლეგალიზაციის მიზნით, 17%-იანი საკომისიოს გამოკლებით, გადაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთ ბანკში.

2018 წლის 10 და 11 მარტს მოჰამედი და რაჰმანი შეხვდნენ პარტნიორებს და განიხილეს ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობის შედეგად მიღებული 14 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაციის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის დროს პარტნიორებმა განმარტეს, რომ სურდათ თვეში 1 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია, რაზეც მოჰამედი და აბდული დასთანხმდნენ. ამასთან, პარტნიორებმა მათ განუცხადეს, რომ კვლავ სურდათ ფულადი თანხის .........დან ნ–ში ლეგალიზაციის მიზნით გადარიცხვა, რაზეც მიიღეს თანხმობა.

შეთანხმების შესაბამისად, 90 000 ავსტრალიური დოლარი 2018 წლის 22 მარტს გადაეცა ორგანიზაციის წარმომადგენელს, რის შემდეგაც, 2018 წლის 29 მარტს, ფულადი თანხა ლეგალიზაციის მიზნით, მოჰამედისა და რამანის 15%-იანი საკომისიოს გამოკლებით, გადაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთ ბანკში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.