რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ბავშვთა და მოზარდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა გაიხსნა
2022 წლის 17 მაისს, „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა
განვითარების ცენტრში გაიმართა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის
გახსნის ღონისძიება.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო მარინე მღებრიშვილმა, „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარემ.
სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ისტორიისა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის მიზნების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „რომ მოვდიოდი ვიცოდი კარგი გარემო დამხვდებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პროგრამის შესახებ ინფორმაცია მქონდა და ვფიქრობ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია“. ბატონმა დავითმა მადლობა გადაუხადა დონორებს მხარდაჭერისთვის, „საზოგადოება ბილიკს“ კი სამომავლოდ თანადგომა და დახმარება აღუთქვა.
ვინოდ ნელსონი - ორგანიზაცია ADRA საქართველოს დირექტორი: “მინდა მადლობა გადავუხადო „საზოგადოება ბილიკს“ თქვენ აკეთებთ შესანიშნავ საქმეს, ეს არ არის მარტივი! მე ვიცნობ მარიკას 2017 წლიდან და დიდი პრვილეგიაა ჩემთვის, რომ ვიმუშავო თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ კარგი ხალხი იზიდავს კარგ ხალხს; ბატონმა ნელსონა შეხვედრაზე მყოფ ქალბატონებს მიმართა: „მადლობას გიხდით თქვენი საქმისთვის, თქვენ საქართველოს ხდით უკეთეს ადგილად“.
სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ნინო მამულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მინდა აღვნიშნო, რომ მნივშენლოვანია რეგიონული განვითარების ხელშეწყობა ამ პროგრამისთვის. მადლობა იმ ადამინებს და ორგანიზაციებს ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო გარემოს კეთილმოწყობაში. გვაქვს იმედი, როგორც ადრეული განვითარების პროგრამა შეფასდა და სამინისტროს მხრიდან მიიღეთ მადლობის სიგელი ეფექტური თანამშრომლობისთვის, ასევე რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამაშიც გისურვებთ მიგეღწიოთ მსგავსი წარმატებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ორგანიზაცია ADRA-ს წარმომადგენლები: ვინოდ ნელსონი, არაიკ კარაპეტიანი, მარიამ ჭრიკიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით რაზმაძე.
შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლი - ნინო კაპანაძე - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი - გიორგი შათირიშვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები: ნინო მამულაშვილი - სოციალური დაცვის პოიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; თათია გვილავა - სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
სხვა მოწვეულის სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები