რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ძარის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეს გლოვის დღეა. მოქალაქეები
,,ძარის ტრაგედიის'' დროს დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ.
30 წლის წინ, 1992 წლის 20 მაისს ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.
იმ დროინდელი ქართული პრესის ცნობით, დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 16 მოქალაქე კი, დაშავდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სამართლიანობის ცენტრმა:
,,1992 წელის 20 მაისს, ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ძარასთან სატვირთო ავტომანქანები ჩაცხრილეს, რითიც ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო ცხინვალიდან გაქცეული ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონა გადაადგილებოდა. ამ სასტიკი დანაშაულის დროს დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები, დაშავდა 16 ადამიანი. გადარჩენილი ადამიანების თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნა ყოველგვარი გაფრთხილების ან მოთხოვნის გარეშე მოხდა.
ძარაში ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაული 90-იან წლებში გამძვინვარებული შოვინიზმის და საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიმართ გამოვლენილი სიძულვილის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა, რომელსაც დღემდე არ გასცემია სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში შავ ლაქად რჩება.
◾️ მაშინდელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს მოვლენა შეაფასა, როგორც ოსი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააზრებული ბოროტება, თუმცა, დანაშაული არ გამოძიებულა და პასუხი არავის უგია.
◾️ ამგვარ დანაშაულებზე სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულების განხორციელებას კონფლიქტის გამოცდილების მქონე საზოგადოებებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის გრძელვადიანი მნიშვნელობა აქვს.
◾️ თუმცა სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე არაა მზად ომის და შუღლის მძიმე ისტორიების და ორმხრივი ტრავმების გადასააზრებლად.
◾️ ზოგადად ამ პერიოდის ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი ქართულ და ოსურ საზოგადოებებისთვის უმძიმეს ტრამვატულ მეხსიერებას და ტკივილს უკავშიდება და ის ორმხრივ კრიტიკულ გადააზრებას საჭიროებს. სამწუხაროდ, არც ქართული და არც ოსური ნაციოლისტური პროექტები და პოლიტიკები ამგვარი გადახედვის რესურსს დღეს არ ატარებს.
◾️ ნიშანდობლივია იმის აღნიშვნა, რომ ქართველი და ოსი თემები ისტორიულად ყველაზე ახლოს თანაცხოვრობდნენ და მჭიდრო ნათესაური კავშირები ჰქონდათ და გარკვეულწილად დღემდე აქვთ. 90-იანი წლების უმძიმესი კონფლიქტის შემდეგაც კი ამ ხალხებმა მეტწილად საკუთხარი ძალისხმევით ურთიერთობის და კავშირების აღდგენა შეძლეს, სანამ 2008 წლის ომმა კვლავ მძიმე კრიზისში არ შეიყვანა ჩვენი ურთიერთობები.
კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე საუბრისას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამგვარი მძიმე გამოცდილებების გახსენებას, შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩადენილი ორმხრივი დანაშაულების აღიარებას და სწორ გადააზრებას. ჩვენ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვინდა ხელი შევუწყოთ გადააზრების ამ პროცესს, რაც არ უნდა მტკივნეული და მგრძნობიარე იყოს ის ჩვენი საზოგადოებისთვის და გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ. '' - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები