რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა ელის მძღოლს, თუ ის შინაურ ცხოველს ავტომანქანის შეჯახების შემდეგ მიატოვებს / პეტიცია
კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ ცხოველთა დამცველები, რომლებმაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

დღევანდელი მონაცემებით, პეტიციას ხელს 3 ათასზე მეტი ადამიანი აწერს, სულ საჭიროა 5000 ხელმოწერა.

პეტიციის მიზანი
და მოთხოვნაა, მოხდეს კანონში შესაბამისი ცვლილება, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ავტომობილის ცხოველზე დაჯახების დროს, შემთხვევის მონაწილე მძღოლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

პეტიის ერთ-ერთი ავტორი რუსუდან ჩლაიძეა. მისი განცხადებით, მიზანშეწონილია მიღებულ იქნას კანონი, რომელიც დაავალდებულებს მძღოლს, მსგავსი შემთხვევის შემდეგ ავტომობილის გაჩერებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112-ში დარეკვას.

კანონი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატურ სასჯელს სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ.

შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მეგობარი და პარტნიორი ევროპული ქვეყნების გამოცდილებები და ცხოველის მიტოვება შემთხვევის ადგილზე შესაძლოა განხილული იყოს როგორც მისდამი სასტიკი მოპყრობა.

შესაძლებელია კანონმდებლობაში დაემატოს ახალი მუხლის, ან მუხლი 259-ზე ქვეთავის სახით.

,,ხშირია ცხოველებზე ავტომობილის დაჯახებისა და შემთხვევის ადგილას მათი სასიკვდილოდ მიტოვების ფაქტები. მრავალ შემთხვევაში შეიძლებოდა მათი გადარჩენა, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებისა და შემაკავებელი მექანიზმის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ასეთი მდგომარეობა მძიმეა, როგორც ცხოველებისათვის, ასევე საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომლისთვისაც მსგავსი ფაქტები არაჰუმანურობისა და სისასტიკის გამოვლენას წარმოადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადამიანების ამგვარ გულგრილობას დაუპირისპირდება და შემთხვევის მონაწილე მძღოლებს დაზარალებული ცხოველის მიმართ დახმარების აღმოჩენის ვალდებულებასა და აგრეთვე სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს.'' - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

იხ. უფრო ვრცლად:

პეტიცია
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.