რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
აღმოსავლეთ საქართველოში კალიების წინააღმდეგ მინდვრების შეწამლა დაიწყო
აღმოსავლეთ საქართველოში - ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, უკვე დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი.

კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

წამლობა, რომელიც მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მავნებლის გავრცელების არეალისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით იგეგმება, მთელი სეზონის განმავლობაში, საჭიროების გათვალისწინებით გაგრძელდება.

კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. შედეგად, მცირდება მავნებლის რაოდენობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები.

აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.

როგორც გასულ წელს ვწერდით, დაადგინეს, რომ შიდა ქართლში იტალიური და მაროკოული კალების წლევანდელი გამოჩენა გლობალურ დათბობას უკავშირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ მესხი 2021 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ გლობალური დათბობის პირობებში კალიების შემოსევა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.

ნიკოლოზ მესხი აღნიშნავს (სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედით), რომ კახეთისა და ქვემო ქართლის გარდა, წელს კალიებმა ნათესები სხვა რეგიონებში - მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გაანადგურა.

,,კალიები წარმოადგენს ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის სერიოზულ საფრთხეს, ვინაიდან, აღმოსავლეთ საქართველოში არსებობს იტალიური და მაროკოული კალიების გამრავლების (სახეობები რომელთაც გავრცელების ჯოგური ფორმები აქვთ) ისტორიული კერები. აზერბაიჯანის ტერიტორია წარმოადგენს ამ ორი სახეობის გავრცელების მუდმივ კერას, საიდანაც ხშირად ხდება ზრდასრული ფრთიანი კალიების შემოსევა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ბოლო წლებში გლობალური დათბობის შედეგად შეინიშნება კალიისებრი მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება.'' - აღნიშნავს მესხი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.