რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში დააჯარიმეს პირი, რომელმაც 10 წელიწადში 250 000 ლარი გააპროცენტა
გორის სასამარლოს დადგენილებით, მოქალაქე 10 000 ლარით დაჯარიმდა იმის
გამო, რომ მან 250 000 ლარი არლეგალურად გააპორცენტა.
პროკურატურამ მის მიერ 10 მოქალაქეზე გაცემული სესხისგან მიღებული მოგება დაითვალა.
პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, მოქალაქემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
,,იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2010-2017 წლებში შიდა ქართლში განახორციელა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და 10 პირზე – სესხის სახით გასცა ჯამურად – 114 340 აშშ დოლარი (სესხის გაცემისას არსებული ვალუტის კურსის თანახმად, დაახლოებით 247 000 ლარი).'' - აღნიშნა ოთარ ხორგუაშვილმა სასამართლო პროცესზე.
პროკრორის ინფორმაციით, 10 პირისგან მოქალაქემ დამატებით შემოსავალი – 86 716 ლარი მიიღო:
,,ხოლო, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 17 343,2 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.'' - განმარტა პროკურორმა.
ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები არ გახადა სადავო; რომ არის ნასამართლობის არმქონე, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც ახალი ფაქტი აღარ მომხდარა, არის ასაკოვანი, უმუშევარი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და უჭირს გადაადგილება.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები