რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ტირიფონის არხი ოსურ სოფლებამდე ვერ აღწევს - ცხინვალში ზონკარის წყალსაცავის გახსნაზე ალაპარაკდნენ
ახალგორის რაიონის სოფლებში წინაგარაში, ორჭოსანსა და მიმდებარე
სოფლებში მოსახლეობა სარწყავი არხის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო.
რესის ცნობით, მოსახლეობას მოსავალი უხმება, სარწყავ არხებში წყალი არ არის.წინაგარის გამგებელი მაირბეგ ხუბულოვი აცხადებს, რომ თუ ცოტა ხანში სოფლებს წყალი არ მიეწოდა, საერთოდ გაფუჭდება პომიდორი.
მაირბეგ ხუბულოვი ხმამაღლა აცხადებს, რომ აუცილებელია ზონკარის წყალსაცავი გაიხსნას, რომლითაც ტირიფონის არხი ბუნებრივად მარაგდებოდა 2008 წლის ომამდე.
"იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის წინაგარის ზონამ ტირიფონის არხიდან მიიღოს სარწყავი წყალი, საჭიროა გაიზარდოს მდინარე პატარა ლიახვის წყლის მოცულობა ზონკარის წყალსაცავიდან", - აღნიშნა მან.
ხუბულოვი განმატავს, რომ წინაგარის სოფლებამდე წყალი ქართული სოფლების გავლით მიდის. როგორც თავად აღიარებს, წყალი ოსურ სოფლებს გარკვეული პირობების სანაცვლოდ მიეწოდებათ, რაც მედიისთვის უცნობია.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, გეოლოგიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბალა ბესტაუთიმ აღნიშნა, რომ ზონკარის წყალსაცავიდან წყლის გამოშვების და მდინარე ლიახვში წყლის მოცულობის გაზრდა დამოკიდებულია დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზონკარის წყალსაცავი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაიკეტა, შესაბამისად ტირიფონის არხი დაწყდა. საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ კაშხალი სოფელ ნიქოზში ააგო. ამით, მდინარე ლიახვიდან წყალი ტირიფონის არხში გადაქაჩა. ფოტო გადაღებულია სოფელ კარბის შესასვლელში.
ნიქოზიდან ტირიფონის არხში წყლის გაშვებას საკმაოდ დიდი ხარჯი ჭირდება, როგორც ელექტოენერგიის სახით, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები