რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ევროპარლამენტარები გამყოფ ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნენ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს გამყოფ ხაზთან უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას.

მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები.

დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.