რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მეჯვრისხევში მე-6 დღეა სასმელი წყალი არ მოდის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყალი მე-6 დღეა არ მოდის.

როგორც ადგილობრივი მკვიდრი გვწერს, სავარაუდოდ მოტორია დაზიანებული, რომლითაც ავზი წყლით ივსება:

,,უკვე მეექვსე დღეა დღეს, მეექვსე დღეა! არავინ არ მოსულა, არც მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არა აქვს; დღეს ჩართავენ, ხვალ ჩართავენ - ამბობენ, დღეს, როგორც მე ვიცი, არ ივსება წყალი, არ ადის იქ, სადაც ავზია, წყლის ავზი, საიდანაც სოფელს მიეწოდება და სავარაუდოდ ხვალაც, დიდი ალბათობით არ იქნება. ხვალ უკვე მეშვიდე დღეა, რაც წყალი არ არის. არიან აქ მოხუცები, ბავშვიანი ოჯახები ისვენებენ, დამსვენებლები და ჩვენ. ახლა ყველას არ გვაქვს საშუალება - ტრანსპორტით მოვიტანოთ წყალი.'' - ამბობს ნათია ტატიაშვილი.

ნათია თქმის, ავზიც გასაწმენდია, რადგან იქიდან წყალი დაბინძურებული მოდის:

,,იქაც არის გასასუფთავებელი, საშინლად, ეს ავზი. მეორე დღეს ეს წყალი არ დაილევა, აი, თავმოყვარე ადამიანი არ დალევს. ხავსს იკიდებს და ლორწო აქვს იმ ჭურჭელს, რაშიც ეს წყალი ინახება. არ ვიცი, არავინ ჩვენი პატრონი არ არის. უკვე მეექვსე დღეა პოსტი მიდევს და ასე, ყოველდღე ახალ-ახალ პოსტს ვდებ. მე არა ვარ პროვოკატორი, უბრალოდ წყალს ვითხოვ და რატომ ხდება, რომ ყოველ წელს აგვისტოში ფუჭდება ის ე.წ. მოწყობილობა, რომელიც წყალს ქაჩავს და ყოველ წელს აგვისტოშია ეს პრობლემა. იმიტომ რომ აგვისტოში ხალხს უჭირს წყალი და არ ვიცი, ცდილობენ უფრო მეტი გადაახდევინონ. ახლა ამბობენ, რომ ვითომ გამრიცხველიანება ხომ მოხდა, ზოგიერთი არ იხდისო და უნდა დავიაროთ და უნდა გადაიხადოს იმან, ვინც იხდის თურმე.'' - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ირკვევა, მოსახლეობის დიდ ნაწილს მრიცხველები დაუზიანდა, რის გამოც გადახდის სისტემა გამართულად არ მუშაობს:

,,ს გამრიცხველიანება მოხდა ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ეს პრობლემა მოხსნილიყო. ეს პრობლემაც არ მოიხსნა. არ ვიცი რომელი კომპანია იყო, ვინც ეს მრიცხველები დააყენა. ისინი ამბობენ, რომ - „ჩვენ უკვე დავაყენეთ, წავედით და ვეღარაფერს გავაკეთებთო“ და ამბობენ რომ - ვისაც გაუფუჭდა, თვითონ უნდა იყიდოს მრიცხველი. ახლა, ვისაც გაფუჭებული აქვს, იმდენს აღარ იხდის, რამდენსაც მანამდე იხდიდა. იხდის რაღაცა, თვითონ აქცია აქვთ დაწესებული - 10 ლარი და გადასახადის პრობლემაც არის ამიტომ. არავინ არის ჩვენი მომკითხავი. ამხელა სოფელია, საზღვრისპირა. ჩემი უბდნიდან, სადაც ახლა წყალი არ არის, ხვალ უკვე მეშვიდე დღე ხდება, გამყოფი ხაზი არის, ჩემი სახლიდან სადღაც 300 მეტრში. არავინ არ არის მომკითხავი, საერთოდ პასუხისგამცემი არ არის. მარტო ის კი არა, რომ წყალი არ არის, - როდის იქნება იმასაც არ გვეუბნებიან. არიან სოფელში - მოხუცები, ბავშვები... ის ავზი არის გასასუფთავებელი; როგორ შეიძლება, ახლა მე ახალუბნიდან მომიტანეს წყალი და ახალუბნის წყალი მეორე დღესაც ისმევა და მესამე დღესაც და ის ხავსი არ აქვს, რაც მეჯვრისხევის წყალს აქვს და რასაც ჩვენ სასმელად ვხმარობთ. ახლა ჟურნალისტებსაც დავუკავშირდი და ამბობენ, რომ - თუ აქცია არ იქნება სოფელში, არავინ ამოვა და ამ პრობლემას არ გააშუქებს და ჟურნალისტის ვალდებულება რა არის? ის კი არა, რომ ერთმანეთს უნდა ვხანჯლავდეთ და მაშინ მოდიოდნენ, თქვენ იქნებით, თუ სხვა იქნება, ხალხის პრობლემები უნდა მიიტანოთ ხელისუფლებამდე, ეგ არის ჟურნალისტის ვალდებულება და არა - მხარე იყოს და ვიღაცის მხარდამჭერი.'' - აცხადებს მეჯვრისხევში მცოვრები ნათია ტატიაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.