რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ლიკა ვანიშვილი - გოგონა გორიდან, რომელმაც თსუ-ში 100% გრანტი მოიპოვა
ლიკა ვანიშვილი ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე 100% დაფინანსებით ჩაირიცხა. სწავლისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა და ფინანსებისადმი ინტერესიც პატარა ასაკიდან მოდის.

„ კარგად ვმღერი და მსურდა მომღერალი გავმხდარიყავი, თუმცა სულ სხვა პროფესია ავირჩიე და ეს გადაწყვეტილება ბოლო ერთი წლის მანძილზე მივიღე. ჭკუას ვეკითხებოდი ახლობლებს, ნათესავებს, მასწავლებლებს რათა ჩემი მისწრაფებები და მიზნები უკეთესად ჩამომეყალიბებინა. საბოლოოდ ჩავაბარე ჩემთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში“-ამბობს ლიკა ვანიშვილი

აბიტურიენტი ლიკა, სწავლის პარალელურად, პედაგოგობასაც ითავსებდა და დაწყებითი კლასის მოწაფეებს უცხო ენაში ამზადებდა. ფიქრობს, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბავშვების მომზადება მისი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„ ბევრს ეგონა, რომ ამას ჩემი სწავლის საფასურის უზრუნველსაყოფად ვაკეთებდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 1 თეთრიც არ გდამიხდია ამ მიზნით. ეს საკითხი ჩემმა მშობლებმა მოაგვარეს. მე მხოლოდ ჩემი საყოფაცხოვრებო სურვილების დაკმაყოფილება მსურდა. 2020-2021 წლებში გადავწყვიტე, ჩემი შემოსავალი მქონოდა. შევადგინე რამდენიმე გეგმა, მაგრამ ასაკის და კოვიდის აფეთქების გამო, ჩემი სურვილები განუხორციელებელი დარჩა. თუმცა 2021-2022 წლებში, როდესაც პანდემიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, უცხო ენაში დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მომზადება დავიწყე. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან უამრავი ნიჭიერი და გონიერი მეგობარი გავიჩინე. მაბედნიერებს, რომ მათ სწავლისადმი დიდი მონდომება გამოავლინეს. უმოკლეს დროში განივითარეს ენობრივი უნარები.“- გვიყვება ლიკა ვანიშვილი და დასძენს, რომ სირთულეებით სავსე აბიტურიენტობის ბოლო წელს პედაგოგიკა მისი ერთადერთი გატაცება არ ყოფილა.

„ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდა. უკვე გააზრებულდ გადავწყვიტე, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი შემეცვალა, რაც გამოიხატებოდა ყოველდღიური ვარჯიშით, მოწესრიგებული, დაბალანსებული კვებით და ბუნებასთან მეტი ურთიერთკავშირით. ვარჯიშის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ჩემი დაღლილობის აღმოფხვრა. მაშინ, როცა მეცადინეობას შუა ღამე ვამთავრებდი და მობლებიც კი ოთახში შუქს ძალით მიქრობდნენ, ვარჯიშით ასეთი დატვირთული დღეები ადვილად გადამქონდა. ვიმედოვნებ, რომ დასახული მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, მთავარია, რომ თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით ავუყვე ჩემს სამომავლო საფეხურებს.“ ამბობს ლიკა ვანიშვილი.

2022 წელს 32 000-ზე მეტი მოსწავლე სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან გორელი აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნული გამოცდებზე საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს და წარმატებით ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.