რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
იაკობ გოგებაშვილი ,,ვარიანის სკოლის შესახებ"
,,ამას წინად ,,სახალხო გაზეთში“ წავიკითხე კორესპონდენცია შესახებ
სოფლის ვარიანისა და მისი სკოლის ბედისა. დამწერს კარგად ვერ გაუცვნია
საქმის გარემოება და ამიტომ ჯეროვანს ნათელს ვერა ჰფენს საგანსა.
საქმე ასე გახლდათ.
ამ რამდენსამე ხნის წინად მე განვიძრახე დამეარსებინა ჩემი ხარჯით ჩემს სამშობლო სოფელში სახალხო სკოლა. იმ დროს სადირექციო სკოლებში გამეფებული იყო მუნჯური მეთოდი. შევეკითხე დირექციას, არ შეიძლება, რომ კერძო სახალხო სკოლა დავაარსო ჩემი გეგმით ჩემ სოფელში მეთქი. არაო, კანონი მაგისი წინააღმდეგიაო. ავდექი და ჩემს პატარა სოფელში დავაარსე წერა-კითხვის სკოლა, რომელიც რეგლამენტაციის გარეშე იდგა მაშინ და მთელი სწავლება შეიძლებოდა მოწყობილიყო მშობლიურ ენაზე. მასწავლებლად გავამწესე ჩემი ძმისწული, მცხოვრები ვარიანში თავის პატარა მამულში და სასულიერო სასწავლებელში კურსდამთავრებული. ჯამაგირი დავუნიშნე პატარა, რადგანაც მაშინ მეტის გაღება არ შემეძლო და თვითონაც ჩემს ძმისწულს თავის მამულიდან საკმარისი შემოსავალი ჰქონდა. ჩემმა ძმისწულმა სკოლა მოათავსა თავისსავე სახლში, მეორე სართულში, სადაც დიდი, ნათელი ოთახი იყო. სასკოლო ავეჯი გავუკეთე ჩემი ხარჯით.''
,,საჭირო წიგნებსაც და ყოველ გვარს სასკოლო კუთვნილებას ვუგზავნიდი უფასოდ, ასე, რომ ამ პატარა სკოლაზე ღარიბს ვარიანს გროშიც კი არ ეხარჯებოდა. სკოლაში მიაბარეს ვარიანელებმა როგორც ვაჟები, ისე პატარა ქალებიც. სწავლა რიგზე მოეწყო და რამდენსამე წელიწადს ნორმალურად სწარმოებდა, სოფელი კმაყოფილი იყო და შეჰხაროდა თავის ნორჩ სკოლასა. მაგრამ წინ წაუხედველობამ, რომელიც ასე ხშირია ქართველთა შორის, ძირი გამოუთხარა ამ სკოლასა. ჩემს ძმისწულს და მაშინდელ ვარიანელ მღვდელს, ჩემს დაუკითხავად ჩაეგონებინათ გლეხებისთვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს პატარა სკოლა დიდ სამრევლო სკოლად გადაკეთდესო, და ესრედ წოდებული სოფლის ,,პრიგოვორიც“ დაედგენინებინათ. ეთქვათ გლეხებისთვის, რაც სკოლას იმაზე მეტი ფული მოუნდება, რასაც იაკობი ხარჯავსო, საეკლესიოდან მოგცემთო. გლეხებსაც ,,პრიგავორზე“ ხელი მოეწერათ, მაგრამ ის იმედი, რომ ზედმეტი ხარჯი სოფელს არ გადახდებოდა, გაცრულებულიყო.
ერთის წლის შემდეგ, სასულიერო მთავრობას სოფლისაგან მოეთხოვა სასკოლო ფული, და რადგანაც სოფელს უარი ეთქვა, პოლიციისთვის დაევალებინა, ძალით გადაახდევინეო. მე რომ ეს შევიტყე, დაუყოვნებლივ გორის სამაზრო განყოფილებას გავუგზავნე ის ფული, რასაც იგი ითხოვდა ვარიანელებისგან და ვთხოვე ნუღარაფრით შეაწუხებთ-მეთქი ღარიბ სოფელსა.
სოფელი დაფრთხა, სკოლიდან გაიყვანა ყველა მოწაფენი და ქვა მიაგდო. მთავარი დამნაშავე ამ საქმეში ჩემი ძმისწული უნდა ყოფილიყო. იმას ალბად უნდოდა, რომ ჩემგანაც ეღო ჯამაგირი და გორის განყოფილებიდანაც და ამ აზრით შეადგენინა ,,პრიგოვორი“. მღვდელსაც უთუოდ იმედი ჰქონდა, რომ მეც მერგება ლუკმაო. ბოლოს და ბოლოს ორივენი კი ხელცარიელნი დარჩნენ და სოფელსაც ვნება მიაყენეს.
ახლა ამ აზრზე ვდგავარ: თუ სახელმწიფო სათათბიროს გეგმა, რომლის ძალით სწავლება დედა-ენაზე უნდა სწარმოებდეს ოთხის წლის განმავლობაში, კანონად დაიდო, ვარიანში გავხსნი, თუ დამცალდა, სრულს სკოლას ჩემი ხარჯით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა“
იაკობ გოგებაშვილი. 1912 წელი, #564, ,,სახალხო გაზეთი“
(წერილი გამოქვეყნებულია კრებულში ,,იაკობ გოგებაშვილი, რჩეული თხუზებულებანი, ტომი 3, 1990 წელი)

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები