რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სპორტის გაკვეთილის ამბავი – რა მოხდა გორის მესამე სკოლაში
გორის მესამე სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი წუხს, რომ დღეს
მისი კაბინეტის პრინტერი დააზიანა პედაგოგმა თეა კეჩხუაშვილმა. სკოლის
დირექტორი ასევე წუხს, რომ პედაგოგმა სხვა პედაგოგს ლოთი და
ქალთმოძულე უწოდა.
თუმცა, არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რას წერენ მოსწავლეები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სპორტის გაკვეთილზე და როგორ ტარდება გაკვეთილები მესამე სკოლაში, გორის ერთ-ერთ თვალსაჩინო სკოლაში.
მოსწავლეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ სპორტის გაკვეთილებზე შექმნილია არაჯანსაღი გარემო; რომ უმცროკლასელებთან ერთად გაკვეთილზე შედიან უფროსკლასელები; რომ ბავშვები იძულებულნი არიან დარბაზი დაუთმონ უფროსკლასელებს, თვითონ კი სიცივეში გარეთ ითამაშონ; რაც თეა მასწავლებელმა გააპროტესტა.
გორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლის დარბაზი არ ყოფნის ბავშვებს. ერთად აქვთ გაკვეთილები სხვადასხვა, უფროსსა და უმცროს კლასებს.
პირველი ეპიზოდი - რა მოხდა სპორტის გაკვეთილზე
თეა კეჩხუაშვილს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა მეშვიდე კლასელებთან. ბავშვები წერენ, რომ ფორმები ეცვათ და კალათბურთის თამაშს აპირებდნენ.
ამ დროს, შემოვიდნენ მე-11 კლასელები. დარბაზში მე-11 კლასელები შემოიყვანა სხვა პედაგოგმა დავით ახალბედაშვილმა, რადგან დარბაზის გასაღები მას ჰქონდა. თუმცა ეს მისი საგაკვეთილო კლასი არ იყო.
თეა კეჩხუაშვილმა დავით ახალბედაშვილს უთხრა, რომ მე-11 კლასელები არ შეეშვა დარბაზში, რადგან გაკვეთილი მიმდინარეობდა. დავით ახალბედაშვილმა, როგორც ერთ-ერთი მოსწავლე წერს ახსნა-განმარტებაში, კეჩხუაშვილის ,,ჩახიდული ხელი გააწევინა"" და ასე შევიდა დარბაზში.
რა უნდოდა დარბაზში დავით ახალბედაშვილს? ამაზე არავის უმსჯელია. რატომ ცდილობდნენ მე-11 კლასელები მე-7 კლასელების გაკვეთილზე შესვლას?
ერთ-ერთი მოსწავლე ასევე წერს, რომ დავით ახალბედაშვილი ძალის გამოყენებით შევიდა დარბაზში, რომელსაც შემდეგ მიყვნენ მე-11 კლასელები.
თეა კეჩხუაშვილმა, როგორც მოსწავლეები წერენ, ბავშვები სკოლის დირექტორთან ვახტანგ სუხიტაშვილთან წაიყვანა იმის გასაპროტესტებლად, თუ რაც ხდება სკოლაში.
დირექტორი ადგილზე არ დახვდათ. შევიდნენ სამასწავლებლოში. კლასის დამრიგებელმა უმიკაშვილმა მოსწავლეები სკოლის ეზოში წაიყვანა. გოგონებმა ფრენბურთი, ხოლო ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს. მე-11 კლასელები კი დარბაზში დარჩნენ.
რატომ მოხდა ასე? ამაზე სკოლის დირექტორი და ამ სკოლის დისციპლინური კომისიის წევრები არ დაინტერესებულან.
თეა კეჩხუაშვილმა დისციპლინური კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება ერთად დიდების და პატარების გაკვეთილის ჩატარება, რადგან სპორტის გაკვეთილზე პატარები ბულინგის მსხვერპლნი ხდებიდნ უფროსკლასელებისგან.
არც ბულინგის საკითხზე უმსჯელია სკოლის დისციპლინური კომისიის წევრებსა და შესაბამისად დირექტორს. ისინი მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი იყო დავით ახალბედაშვილისთვის თეა კეჩხუაშვილის ქმედება.
და ბოლოს, სკოლის დირექტორისთვის დღეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრინტერის ბედი ვიდრე ბულინგის თემა.
როგორც დღის ბოლოს გახდა ცნობილი, სკოლის დირექტორმა ვახტან სუხიტაშვილმა პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გაბრაზებულმა პედაგოგმა ხელი დაარტყა დირექტორის პრინტერზე. დირექტორმა მობილურით ვიდეო კადრების გადაღება დაიწყო. გამოიძახა პატრული. ამ ინციდენტზე გამოძიემა მიმდინარეობს.
მეორე ეპიზოდი – რა მოხდა სპორტის გაკვეთილის შემდეგ
მას შემდეგ, რაც სკოლის დარბაზი მე-11 კლასელებმა დაიკავეს, ხოლო მეშვიდე კლასელები სკოლის ეზოში გაიყვანეს, სკოლის სხვა კუთხეში ერთმანეთს პედაგოგები: თეა კეჩხუაშვილი და დავით ახალბედაშვილი დაუპირისპირდნენ.
ეს ინციდენტი ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი. ამ ფაქტს მოსწავლეები არ შესწრებიან.
ინციდენტის დროს, თეა კეჩხუაშვილმა უსაყვედურა დავით ახალბედაშვილს, თუ რატომ ჩაუშალა გაკვეთილი. კეჩხუაშვილი განმარტავს, რომ მან საუბრის დროს სასტვენის თოკი მოიქნია.
ვიდეოკადრები დაათვალიერეს. პედაგოგები ახსნა-განმარტებებში წერენ, რომ კონკრეტულად არ ჩანს, თუ რა ჩაარტყა თეა კეჩხუაშვილმა დავით ახალბედაშვილს.
ერთ-ერთი თვითმხილველი პედაგოგი წერს, რომ თეა კეჩხუაშვილს გაურკვეველი საგანი ეკავა ხელთ, თუმცა სხვა პედაგოგი წერს, რომ ეს იყო სასტვენი და მისი თოკი.
პედაგოგები აღნიშნავენ, რომ თეა კეჩხუაშვილმა ხელი მიზანმიმართულად მოუქნია დავით ახალბედაშვილს, უწოდა მას ალკოჰოლზე დამოკიდებული და ქალთმოძულე. დამლაგებელი წერს, რომ ის შესწრო ყვირილს, თუმცა ტელეფონში იყურებოდა და კრეფდა ტექსტს. ამ ყვირილის დროს კი გაიგონა თეა კეჩხუაშვილის მუქარა დავით ახალბედაშვილისადმი.
საბოლოოდ სკოლის დისციპლინურმა კომისიამ დაადგინა, რომ თეა კეჩხუაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დავით ახალბედაშვილს.
სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ შინაგანაწესის მიხედვით, ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში, პედაგოგი ავტომატურად ირიცხება სკოლიდან.
თეა კეჩხუაშვილი განმარტავს, რომ ცემა და სხვა ამგვარი ძალადობა პროკურატურის გამოსაძიებელია. სკოლის დირექტორმა და მასწავლებელმა სამართალდამცველების ფუნქციები შეითავსეს და ვერდიქტიც გამოიტანეს. კეჩხუაშვილი ითხოვს, რომ ცემის ფაქტი გამოიძიონ სამართალდამცველებმა, რომლის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლება.
მესამე ეპიზოდი – რა მოხდა ერთი თვის წინ
იმისათვის,რომ კომისიის გადაწყვეტილება უფრო მეტად დამაჯარებელი და არგუმენტირებული ყოფილყო, როგორც თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, სკოლის დირექტორმა ერთი თვის წინანდელი ფაქტი გამოიყენა.
6 ოქტომბერს თეა კეჩხუაშვილმა ტვ მონიტორინგის ეთერში ისაუბრა მესამე სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
კომენტარებში სკოლის მე-12 კლასის ორმა მოსწავლემ, რომელთან ერთ-ერთი ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერია, თეა კეჩხუაშვილს ინტერვიუს შინაარსი დაუწუნა. მოსწავლეები წერდნენ, რომ პედაგოგი არ უნდა ახდენდეს თავისი სკოლის დისკრედიტაციას და არ უნდა საუბრობდეს საჯაროდ.
მომდევნო დღეს, ორივე მეთორმეტეკლასელი მოსწავლე და თეა კეჩხუაშვილი ერთმანეთს სამასწავლებლოში შეხვდნენ. თეა კეჩხუაშვილმა მათ უთხრა, რომ ისინი არ უნდა ტროლობდნენ და სხვისი დაკვეთებით არ უნდა მოქმედებდნენ.
მეთორმეტეკლასელები დისციპლინარულმა კომისიამ გამოკითხა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კომენტარების გამო თეა კეჩხუაშვილმა მათზე მოახდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ამის გამო, სკოლის დირექტორს მისცეს რეკომენდაცია, რომ პედაგოგის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული სასჯელი - საყვედური. ამ ფაქტზე სკოლის დირექტორმა საყვედური გამოიყენა.
დირექტორის და კომისიის გადაწყვეტილება
დღეს, სკოლის დისციპლინარულმა კომისიამ სკოლის დირექტორს მისცა რეკომენდაცია, რომ პირველ და ბოლო ეპიზოდზე სასტიკი საყვედური გამოეცხადებინათ, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, სკოლიდან გაეთავისუფლებინათ.
სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი დაეთანხმა კომისიის რეკომენდაციას.
ორი კვირის ვადაში, ბრძანების სამართლიანობას განიხილავენ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები.
ვინ არის თეა კეჩხუაშვილი
თეა კეჩხუაშვილმა სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. იხსენებს, რომ პირველივე გაკვეთილიდან გარკვეული წესების შეცვლაც დასჭირდა:
,,ვხედავდი, რომ ბავშვები დადიოდნენ კაბებით, ბიჭები კი ჩვეულებრივი ტანსაცმლით, პირველ რიგში, ვუთხარი მოსწავლეებს, რომ გაკვეთილზე უნდა ჩაეცვათ სპორტული ფორმები" - ამბობს თეა კეჩხუაშვილი.
მისი საქმიანობის პირველივე დღეებში ,,უკმაყოფილო ხმებიც" მიუვიდა: ,,მითხრეს, რომ მშობლები ჩივიან - ბავშვებს კუნთები სტკივათო. მე ვუპასუხე, რომ უკმაყოფილება მაშინ უნდა გამოეთქვათ, თუკი კუნთები არ ასტკივდებოდათ. ფაქტია, რომ ბავშვებმა გარკვეული დატვირთვა მიიღეს და ამის გამო ასტკივდათ კუნთები. ახლა უკვე გაკვეთილიდან სასიამოვნო დაღლილები გადიან" - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები