რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
რუისში ხილის კრეფის დროს ქალი ცუდად გახდა და შემდეგ გარდაიცვალა, ახლობლები სასწრაფო დახმარების ბრიგადას უჩივიან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ხილის კრეფის დროს ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

ახლობლების განცხადებით, გარდაცვალების ფაქტის თავიდან აცილება შეიძლება, თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ქალს საავადმყოფოში დროულად გადაიყვანდა.

გარდაცვლილია 30 წლის ქალი, მას 4 შვილი დარჩა.

ქალის მამა, გელა ბაირამოვი აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი 3 საათის განმავლობაში ხეხილის ბაღში იყო ზეწარგადაფარებული.

,,დროულად რომ გადაეყავანთ საავადმყოფოში, შვილი გადარჩებოდა. ეუბნებოდნენ, გარდაცვლილიაო, მშობლები მოვიდნენ და გადაასვენეთ სახლშიო. როცა მივედი, ვნახე, რომ პულსი ჰქონდა. ჩვენი მიკროავტობუსით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. საავადმყოფოში მოვიყვანეთ, თქვეს - პულსი აღენიშნებაო, მერე გვითხრეს, დაიღუპაო'' - ამბობს მამა, გელა ბაირამოვი.

ოჯახის წევრების განცხადებით, სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა ქალი გარდაცვლილად ნაადრევად მიიჩნიეს. მათივე განმარტებით, ქალი ასთმურ შეტევებს უჩიოდა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარება ყოველთვის შედეგს იძლეოდა.

ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.