რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის III სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სამეურვეო საბჭოს მიმართა
სპორტის მასწავლებელმა თეა კეჩხუაშილმა გორის მესამე საჯარო სკოლის
სამეურვეო საბჭოს მიმართა საჩივრით. თეა კეჩხუაშვილი ითხოვს, რომ
გაუქმდეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრუბლის, ვახტან
სუხიტაშვილის ბრძანება.
სუხიტაშვილის ბრძანება ეყრდნობა დისციპლინური კომიტეტის ოქმს. სამეურვეო საბჭოს მიმართ გაგზავნილ წერილში თეა კეჩხუაშვილ განიხილავს იმ ,,გადაცდომებს, რაც დისციპლინურმა კომიტეტმა ,,დაადგინა“
1. დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა: კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა.
თეა კეჩხუაშვილი: 2022 წლის 6 ოქტომბერს ვატარებდი სპორტის გაკვეთის მე-7გ კლასთან, რა დროსაც სპორტდარბაზში შემომეჭრა დავით ახალბედაშვილი, რომელსაც იმ დროს არ ჰქონია გაკვეთილი. მისი მიზანი იყო შემოეყვანა მე-11 კლასელი მოსწავლეები დარბაზში, მაშინ როდესაც მათი მასწავლებელი არ იყო თვითონ და არავითარი უფლება არ ჰქონდა გაკვეთილის მიმდინარეობისას შემოსულიყო დარბაზში და მით უმეტეს შემოეყვანა სხვა კლასის მოსწავლეები.
გასაუბრების აქტში მოსწავლე მიუთითებს: “თეა მასწავლებელი ეუბნებოდა დავით მასწავლებელს რომ გასულიყო დარბაზიდან. დათო მასწავლებელმა მიმართა თეა მასწავლებელს, რომ საქმე მაქვს, ჩახიდებული ხელი გააწევინა და შემოვიდა... თეა მასწავლებელმა მიმართა სასწავლო ნაწილს ნ. ნინოშვილს ეს ამდენი ბავშვი გამზადებული მყავდა, რომ კალათბურთი უნდა გვეთამაშა და დათო მასწავლებლის გამო ვეღარ აგრძელებდა გაკვეთილს.“ კიდევ ერთი მოსწავლე ახსნა-განმარტებაში აცხადებს: „თეა მასწავლებელი ეუბნებოდა არ შემოგიშვებო, ხოლო დათო მასწავლებელი უფრო მაღალი ტონით ეუბნებოდა უნდა შემოვიდეო, შემდეგ ეს საუბარი გადაიზარდა ყვირილში. თეა მასწავლებელი დათო მასწავლებელს ჩაუდგა კარებში, ხოლო დათო მასწავლებელი ძალის გამოყენებით (ხელის მიწოლით) შემოვიდა დარბაზში.“
დისციპლინურ კომიტეტს ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დაედგინა, რომ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა დავით ახალბედაშვილმა და მანვე მოსწავლეთა თვალწინ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიდეოფაილში ნათლად ჩანს როგორ მიბიძგებს ხელს დავით ახალბედაშვილი რამდენჯერმე, მოსწავლეების თვალწინ.
ახსნა-განმარტებაში თავადვე აფიქსირებს ახალბედაშვილი, რომ მას არ ჰქონდა უფლება მოსწავლეების დარბაზში შეყვანისა. ჩემი ძირითადი პრეტენზია სწორედ სხვა კლასის ბავშვების შემოყვანის მიმართ იყო, რადგან ხელი ეშლებოდა საგაკვეთილო პროცესში.
2. დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა: დასაქმებულის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
დასაქმებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში კომიტეტმა ბრალი დამდო მხოლოდ მიკერძოებული მასწავლებლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. კომიტეტმა მიკერძოებულად დაადგინა, რომ მე მივაყენე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დავით ახალბედაშვილს, „გადავარტყი“ გაურკვეველი ნივთი, დავემუქრე მას ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებით, ხოლო ეს უკანასკნელი იკავებდა თავს და ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ხოლო ხელი „აიფარა“ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაურკეველი ნივთი არ მოხვედროდა სახეში და მხარში მიიღო დარტყმა.
ვიდეოფაილში, რომელიც მხოლოდ 2022 წლის 3 ნოემბერს იქნა ჩემთვის მოწოდებული აშკარად ჩანს, რომ თავდაპირველად დავით ახალბედაშვილი მაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელით მაწევინებს (მიბიძგებს) ჩემს ხელს იმდენად ძლიერად, რომ უკან მიწევს ფეხის გადადგმა. ამას ინსტიქტურად, თავდაცვის მიზნით მოჰყვა ჩემი მხრიდან ხელის აქნევა და არა ზონარის, სასტვენის, ან გასაღებების ასხმულას გადარტყმა. კომიტეტმა არც ამ ეპიზოდში არავითარი ყურადღება არ მიაქცია ახალბედაშვილის მიერ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვიდეოფაილში ჩანს, რომ „მშვიდად მყოფი“ ახალბედაშვილი კვლავ იწევდა ჩემსკენ ფიზკური შეურაცხყოფის მოყენების მიზნით, თუმცა ხათუნა გათაშვილმა შეაჩერა იგი.
კომიტეტმა „ხელის აფარება“ დაარქვა ახალბედაშვილის მიერ ჩემზე მოქნეულ ხელს, ჩემს მიერ თავდაცვის მიზნით აქნეულ ხელს კი „ნივთის გადარტყმის“ კვალიფიკაცია მისცა. ვიდეოფაილში ნათლად ჩანს, რომ ახალბედაშვილს არ მოხვედრია არაფერი, მით უმეტეს მტკივნეულად, როგორც ამას თავის 2022 წლის 20 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს.
ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით, მსურს სამეურვეო საბჭოს ყურადღება გავამახვილო დავით ახალბედაშვილის, ალექსი ჯიოშვილისა და ხათუნა გათაშვილის სხვადასხვა დროს მიცემულ ახნსა-განმარტებებზე, რომლებიც არ შეესაბამება ერთმანეთს:
დავით ახალბედაშვილი 2022 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ სპორტულ დარბაზში შესვლისას თეა კეჩხუაშვილი „გამოვიდა დარბაზიდან და მითხრა, რომ დარბაზში არ შემიშვებდა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემაგინა დედა და მითხრა, რომ თუ წინ შევხვდებოდი დამჭრიდა და გასაღების ასხმულა შემომარტყა მხარში.“ 2022 წლის 11 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში დავით ახალბედაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არა დარბაზში მომხდარი ინციდენტის დროს აფიქსირებს, არამედ, ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში კოლეგებთან საუბრისას. შემორტყმის ნაცვლად უკვე იყენებს სიტყვა „გადარტყმას“.
ალექსი ჯიოშვილი 2022 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში აღნიშნავს, რომ მე დავით ახალბედაშვილს სასტვენის საკიდი შემოვარტყი მხარზე (და არა გასაღებების ასხმულა). 12 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში შემორტყმის ნაცვლად ხმარობს სიტყვას „გადაარტყა“, თუმცა აქაც აფიქსირებს, რომ ეს იყო მხოლოდ სასტვენის საკიდი. 24 ოქტომბერს დამატებით გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში ალექსი ჯიოშვილმა სასტვენის საკიდს გასაღებების ასხმულაც შეაბა: „განრისხებულმა მოუქნია სასტვენის საკიდი, რომელზეც გასაღების ასხმულა ეკიდა, მხარზე გადაარტყა დავით ახალბედაშვილს.“
- ხათუნა გათაშვილი 2022 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში მიუთითებს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და არაფერს ამბობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ჩემი ან დავით ახალბედაშვილის მხრიდან. 11 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში ხათუნა ხათაშვილი აცხადებს, რომ მე ზონარი შემოვარტყი სახეში დავით ახალბედაშვილს. 24 ოქტომბერს ხათუნა ხათაშვილის ახსნა-განმარტება კვლავ იცვლება. იგი განმარტავს: „ამ დროს ზონარი, რომელზეც ასხმული იყო გასაღებები შემოარტყა სახეში, დ. ახალბედაშვილმა გაწია თავი...“ მსგავსად ალექსი ჯიოშვილისა, ხათუნა ხათაშვილმაც სიტუაციის დასამძიმებლად თითქმის 20 დღის შემდეგ შეაბა გასაღებები ზონარს. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, მან მიუთითა, რომ სახეში შემოვარტყი გასაღებების ასხმულა, რის შედეგადაც დავით ახალბედაშვილმა თავი გაწია. ვიდეოფაილში ნათლად ჩანს, რომ დავით ახალბედაშვილს ჩემი ხელის აქნევაზე თავი არსად გაუწევია და არავითარი თავდაცვითი რეაქცია არ ჰქონია, მეტიც მან კვლავ თავდასხმის მიზნით მოიქნია ხელი ჩემი მიმართულებით. მას რომ მთელი ძალით მოქნეული გასაღებების ასხმულა მოხვედროდა სახეში, როგორც მინიმუმ სამედიცინო დახმარება დაჭირდებოდა და დღემდე იქნებოდა აღნიშნულის კვალი მის სახეზე.
ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ახსნა-განმარტებებსა და ვიდეოჩანაწერს, უტყუარად მიიჩნია დისციპლინურმა კომიტეტმა. ახსნა-განმარტებების ცვლილება ჩემს საზიანოდ და მათი ერთმანეთთან დასაახლოებლად ეჭვგარეშეს ხდის ამ სამი მასწავლებლის დაინტერესებას ჩემი სამსახურიდან გაშვებაში. ისინი ხომ ჩემი გაშვებით დამატებით საათებს მიიღებენ სპორტის გაკვეთილებზე. ამასთან, შეასრულებენ დირექტორის დავალებას, რითიც წარმოაჩენენ ლოიალობას მის მიმართ და დააზღვევენ საკუთარ შრომით ხელშეკრულებებს.
რაც შეეხება მანანა ლომსაძის ახსნა-განმარტებებს, ის არსად არ აფიქსირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
ასევე, ყურადღებამისაქცევია ის გარემოებაც, რომ დირექტორთან შეხვედრისას 7 ოქტომბერს არავის დავით ახალბედშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ უხსენებია, რადგან არ ჰქონდა მსგავსს ადგილი. აი, მე კი სწორედ იმის აღსანიშნავად გამოვიყენე სიტყვა „ვერძილა“, რომ მან ფიზიკური ძალის მეშვეობით მიბიძგა არაერთხელ ხელი და ძალით შემომეჭრა დარბაზში.
მიუხედავად იმისა, რომ თავად კომიტეტის წევრებმაც ვერ დაინახეს დარტყმის ფაქტი ვიდეოჩანაწერზე, მათ მაინც მიიჩნიეს რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიკერძოებას და არაობიექტურობას ჩემს მიმართ. მათ არ დაუჯერეს საკუთარ თვალებსა და ჩემს ახსნა-განმარტებას, თუმცა მიიღეს და გაიზიარეს იმ მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომელთაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩემი მხრიდან არ ჰქონია ადგილი დავით ახალბედაშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და პირიქით, მან მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აგრძელებდა აღნიშნულს ხათუნა გათაშვილს რომ არ შეეჩერებინა. შესაბამისად, ამ ნაწილში არ გვაქვს ჩემი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
3. დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა: დასაქმებულის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ეპიზოდი, რომელსაც მედავება დისციპლინური კომიტეტი, ასევე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხრიდან. როდესაც საუბარი შეეხებოდა ჩემი მხრიდან დავით ახალბედაშვილისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, მე აღვნიშნე, რომ მისი ქმედებებიდან გამომდინარე (გაკვეთილზე შემოჭრა და მისი ჩაშლა, მე-11 კლასელების შემოყვანა, რაც მთავარია ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა), იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ შესაძლოა ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონოდა რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ან უხამსი გამონათქვამის გამოყენებას.
როდესაც გეჭრებიან ძალის გამოყენებით გაკვეთილზე და გაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას მოსწავლეების თვალწინ, შეიძლება ადამიანმა ვერ შეიკავო თავი უცენზურო გამონათქვამებისაგან. ამასთან ავხსენი, თუ რას ვგულისხმობდი სიტყვა „ვერძილაში“. ის რაიმე სახის შეურაცხყოფას არ შეიცავს, მით უმეტეს როდესაც საუბარია ადრესატის მხრიდან ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე.
ტერმინი ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ადრესატი არის ფიზიკურად დიდი და ძლიერი და საკუთარი გადაწყვეტილებები სისრულეში მოჰყავს ფიზიკური ძალის გამოყენებით. რაც შეეხება სიტყვა „ლოთს“, მე პირადად არაერთხელ მინახავს დავით ახალბედაშვილი ნასვამ მდგომარეობაში და შემთხვევის დღესაც მას ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, ამიტომ ვიხმარე ეს სიტყვა მისი მისამართით.
მიმაჩნია, რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფონზე, ჩემი მხრიდან დაფიქსირებული გამონათქვამები ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და ამის გამო არ უნდა შემეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. დისციპლინურტმა კომიტეტმა დაადგინა: ფსიქოლოგიური ზეწოლა
რედაქციისგან: საჩივრის მეოთხე საკითხი ეხება სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. პედაგოგი დეტალურად აღწერს სკოლის დირექტორის მხრიდან ამ ურთიერთობის სათავისოდ გამოყენების შესახებ. ფაქტის სენსიტიურობიდან გამომდინარე ეს საკითხი სპეციალისტების შეფასებებთან ერთად იქნება განხილული ჩვენს მომდევნო მასალებში.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები