რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გოგონას ცხედარს, რომელსაც დავალიანების გამო, სტამბოლის კლინიკიდან ოჯახს არ ატანდნენ, გორში ჩამოასვენებენ
თურქეთის კლინიკაში, ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

ცხედარი მეხუთე დღეა საავადმყოფოს მორგშია დასვენებული. დავალიანება 44 000 დოლარს შეადგენს.  

„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა“. - წერს სოფიო ჩიკვილაძე, ოჯახის ახლობელი.

რადიო თავისუფლების ცნობით, 16 წლის მოზარდი სტამბოლში, კლინიკა Medi Statie Hospital-ში 13 ნოემბერს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლება სტამბოლში დაუკავშირდა სოფიო ჩიკვილაძეს, მარიამ გოგიაშვილის ნათესავს. ის გვიყვება იმ პროცედურებისა და ეტაპების შესახებ, რისი გავლაც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ხუთი დღის განმავლობაში მოუწია:

რა დახმარება გასწია სახელმწიფომ მარიამის სამკურნალოდ?

მარიამს ექიმებმა ლეიკემიის დიაგნოზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დაუსვეს. მარიამის მამამ ბავშვის სხეულზე სილურჯეები შენიშნა. ამასთან ერთად, ბავშვის თავის ტკივილები და გულის რევა ჰქონდა. გორში ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, მარიამი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაამისამართეს. ლეიკემიის დიაგნოზიც იქ დაისვა. 13 ოქტომბრის ჩათვლით მარიამი სწორედ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, სოფიო ჩიკვილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვს სეფსისი განუვითარდა და კლინიკაში მკურნალობისათვის საჭირო აპარატურა არ აღმოჩნდა, მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

მისი თქმით, თურქეთის კლინიკაში პირველადი შენატანი და შემდეგ მკურნალობისათვის საჭირო თანხის ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრთან არსებულმა „სოლიდარობის ფონდმა“ დაფარა:

„უმადურები უნდა ვიყოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წვლილი არ დავინახოთ. ბავშვს თურქეთში ასე არავინ მიიღებდა, ამიტომ პირველადი შენატანი, 18 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან მივიღეთ. ჯამში, მარიამი მკურნალობისთვის საყოველთაო ჯანდაცვისა და პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული „სოლიდარობის ფონდი“ საშუალებით, 25 ათასი დოლარი მივიღეთ“.

რაც შეეხება დავალიანებას 44 ათასი დოლარის ოდენობით, სოფიო ჩიკვილაძე მის რაოდენობას ასე ხსნის:

„გაჩნდა კითხვები, რატომ დაგროვდა 44 ათასი დოლარის დავალიანება. თავდაპირველად, დავალიანება შეადგენდა 60 ათას დოლარს. შემდეგ, ეს დავალიანება დავიდა 56 ათასამდე. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ საბოლოოდ, ფასდაკლება გაგვიკეთეს და 44 ათასი დოლარი გამოიანგარიშეს. მოვითხოვე ყველა დოკუმენტი, რათა ვიცოდეთ, რაში რა დაიხარჯა. ჩვენ მარიამის მკურნალობის თანხის ნაწილი სახელმწიფომ დაგვიფინანსა, ამიტომ ვალდებული ვარ, ჯანდაცვასაც გადავუგზავნო ყველა ეს დოკუმენტი. ამ 44 ათას დოლარში, ძირითადად შედის რეანიმაციის თანხა. რეანიმაციაში მარიამი იწვა 31 დღე. თითო დღის ღირებულება შეადგენს 1200 დოლარს. ამ თანხაში შედის სეფსისის ფილტრაციის აპარატის ღირებულება, რომელიც საქართველოში არ არის და სწორედ ამის გამო წამოვიყვანეთ მარიამი თურქეთში. ხუთი კურსის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით, 7500 დოლარს. გარდა ამისა, მარიამს დასჭირდა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა“.

16 წლის მარიამ გოგიაშვილს საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გორში დაკრძალავენ.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.