რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მინდა, მოვყვე სოფელ სალბიერზე'' - თამაზ გოლოთი ახალგორიდან
,,მინდა მოვყვე მშობლიურ, ლამაზ და მაღალმთიან სოფელ სალბიერზე. ის
მდებარეობს ლენინგორის რაიონულ ცენტრიდან აღმოსავლეთ ნაწილში.
ამ სოფელში თითქმის უკვე აღარავინ ცხოვრობს, შეიძლება ითქვას. ზოგიერთებიღა თუ ადიან ხოლმე სოფელში, რომ აკრიფონ თავიანთ ბაღებში ხილი, კაკალი და ა.შ.
მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობდა (უმეტესად ოსები). სოფელი აყვავებული იყო. ხალხი დაკავებული იყო სოფლის მეურნეობის საქმიანობით, მუშაობდნენ კოლმეურნეობებში და ა.შ.
აქ ასევე ბევრი სახლები იყო, იყო ასევე მაღაზია და ა.შ. ხალხი ცხოვრობდა მშვიდობიანად და მეგობრულად, და რაც მთავარია მათ ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს.
აქ უმეტესად ცხოვრობდნენ ესეთი გვარების წარმომადგენლები: გოლოევები, ასაევები, მიქელოვები, კუზილოვები და ა.შ. სოფელი ცნობილი იყო იმითაც, რომ აქ იყო ადმინისტრაციული საბჭოს ცენტრი, სადაც 5 სოფელი შედიოდა.
აქ ასევე იყო საშუალო 11-კლასიანი სკოლა, სადაც 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. აქ სკოლაში სასწავლებლად ასევე სხვა მეზობელ სოფლებიდანაც დადიოდნენ ხოლმე ბავშვები ფეხით ( ასევე დუშეთის რაიონის ზოგიერთ სოფლებიდანაც დადიოდნენ ბავშვები).
შორეულ სოფლებიდან ზოგიერთ მოსწავლეებს მშობლები ბინებსაც კი უქირავებდნენ ხოლმე სალბიერში, ყოველდღე ფეხით რომ არ ევლოთ მათ სკოლაში. ბინებში ცხოვრობდნენ ასევე ზოგიერთი მასწავლებლებიც, რომლებიც სხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან იყვნენ.
აქ მასწავლებლები ცხინვალიდანაც ჩამოდიოდნენ ხოლმე სკოლაში სამუშაოდ.
ძალიან სასიამოვნო არის აქაური უფროსი თაობის ხალხის მოსმენა, რომლებიც ამ ყველაფერზე ყვებიან ხოლმე. ასევე ბევრ საინტერესო ამბებს და თავგადასავლებს ყვებიან ხოლმე სალბიერელი უფროსი თაობების წარმომადგენლები.
ამჯერად სოფელში თუ გაივლი და გაიგულავებ, მაშინ ძნელი დასაჯერებელი იქნება ადამიანისთვის, რომ აქ ოდესღაც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და იყო მაღაზია, სკოლა, ადმინისტრაციული ცენტრის საბჭო, საშუალო სკოლა და ა. შ., იმიტომ რომ აქ დღევანდელ დღისთვის უკვე ცოტა სახლები ღა დარჩა (დაახლოებით 15 სახლი), ზოგიერთი სახლი ნახევრად დანგრეულია. ასევე ძველი ნანგრევებიც არის. სკოლის შენობიდან კი საერთოდ აღარაფერი დარჩა, შეიძლება ითქვას.
პრინციპში ასეთი სიტუაცია ამჟამად არამხოლოდ სალბიერში არის. ლენინგორის რაიონში და მთლიანად სამხრეთ ოსეთში ბევრი ესეთი სოფლებია, რომლებიც ცარიელდებიან, იმიტომ რომ მიმდინარეობს ქალაქის ურბანიზაციის ტენდენცია, და ხალხს უფრო დიდ და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში გადასვლა უნდა.
და ამ შეთხვევაში სალბიერიც გამონაკლისი არ არის, რა თქმა უნდა.
ზოგი ქვევით საქართველოში წავიდა საცხოვრებლად, ზოგიც რუსეთში, ზოგიც დაბა ახალგორში ჩამოსახლდა და ა. შ.
მაგრამ სოფლის ბუნება რა თქმა უნდა ისევ ისეთივე ლამაზი და არაჩვეულებრივია, როგორიც თავიდან იყო. აქ გარშემო და თვით სოფელშიც ლამაზი და დიდებული მთები არის, ასევე მინდვრები და ლამაზი ტყეები.
აქედან ასევე ძალიან ლამაზად ჩანს საქართველოს ხედები და შორეული მთიანი ჰორიზონტები, და სხვადასხვა დასახლებული პუნქტები. ასევე სალბიერში თვით საქართველოს დედაქალაქიც კი მოჩანს შორიდან მთების იქით.
არის აქ ასევე წმინდა ადგილებიც და ძველი პატარა ეკლესიებიც (რაოდენობით დაახლოებით 5-6). ზოგიერთები ეხლაც ამოდიან ხოლმე ამ წმინდა ადგილებზე, რომ თავიანთებისთვის ილოცონ და ასევე პატივი მიაგონ ამ ძველ ეკლესიებს.
სამწუხაროა რა თქმა უნდა, რომ სოფელი ესე დაცარიელდა, და დარჩენილი სახლებიც ნელნელა ინგრევიან.
მაგრამ სალბიერში ამოსვლა და ბუნებაში გაგულავება მაინც დიდ სიამოვნებას ჰგვრის ადამიანს. ბუნების სილამაზე მაინც ახარებს ადამიანის თვალს. სუფთა და მაღალმთიანი ჰაერი კი აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოფიზიოლიგიურ მდგომარეობას.
და იმედია აქ ოდესმე ისევ იქნება მოსახლეობა და იცხოვრებს ისევ ხალხი, რომლებიც გახარებული იქნებიან აქაური ცხოვრებით და ბუნებით.
ვისაც გაქვთ საშუალება, ხშირად ჩამოდით ხოლმე სალბიერში, განსაკუთრებით სალბიერელები!!! ნუ დავივიწყებთ სალბიერს!!!
თამაზ გოლოთი, სალბიერიდან
რედაქციისგან: ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები გამოიყენება ცხინვალსა და ახალგორში და ეკუთვნის ავტორს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები