რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თრუსო - ნასოფლარების მხარე
თრუსოს ხეობა კავკასიონის მთავარ ქედსა და ხოხის ქედს შორის, ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჩრდილოეთით რუსეთის შემადგენლობაში
შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკას - ჩრდილოეთ ოსეთს ესაზღვრება.
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, ხეობაში შემავალ 19 სოფელში ჯამში 29 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, მათი უმეტესობაც მხოლოდ სეზონურად რჩება ხეობაში.
ზამთარი თრუსოში მკაცრი და თოვლიანია. აცივდება თუ არა, ხეობა ყრუდ იკეტება. ბევრ სოფელში დღემდე არ არის შუქი და გაზი და სხვა თანამედროვე კომუნიკაციები. ზოგ სოფელში ისეთი გზაა, რომ მანქანა ზაფხულშიც ვერ მიდის და ერთადერთი ტრანსპორტი ცხენია.
ზაფხულობით ხეობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან მოხევეები ჩამოდიან - ჩამოჰყავთ ცხვარი, საქონელი, რომ აქაური ალპური ზონის ნოყიერი ბალახი მოაძოვონ.
რამდენიმე წლის წინ თრუსოს ხეობის სოფლები უმეტესად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. როგორც ოსები ჰყვებიან, 65 ოსური გვარის სამშობლო სწორედ თრუსოა.
აქ დღემდეა შემორჩენილი ოსური სალოცავები, საგვარეულო კოშკები, საფლავები. აქაურ სოფლებს ორ-ორი სახელი აქვს - ქართველები სხვას ეძახიან, ოსები - სხვას.
ქართველებიც და ოსებიც, ძველ ცხოვრებას ნოსტალგიით იხსენებენ. ამბობენ, რომ კონფლიქტი და გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, იქმნებოდა შერეული ოჯახები.
წაიკითხეთ მასალა უფრო ვრცლად Jam-news-ის ვებ-გვერდზე, ქვემოთ მითითებულ ლინკზე, სადაც იხილავთ ასევე ვიდეოსა და ფოტომასალებს:

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები