რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საქართველოს მთიანი რეგიონების ლუდი შესაძლოა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს
საქართველოს მთიანი რეგიონების ლუდი შეიძლება აღიარებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ მემკვიდრეობად.

ამ სტატუსს ანიჭებს იუნესკო.

ამ მიზნით, საქართველოში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ოსურ, ფშავ-ხევსურულ და თუშური ლუდის ხარშვის კრიტერიუმებს.

საქართველოში ამ პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო. საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით და მასში შევიდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები.

საბჭომ შეისწავლა ლუდის ხარშვის ისტორია და კულტურა ფშავ-ხევსურეთში, თუშეთსა და ცხინვალის რეგიონში.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს შრომატევადი სამუშაო – მოიძიეს და შეისწავლეს ოსური ლუდის ხარშვის ისტორია, ასევე მისი მომზადების რეცეპტები, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოაღწიეს და მოამზადეს 10 წუთიანი ფილმი, სადაც ნაჩვენებია ოსური ლუდის დამზადების სრული პროცესი.

საკოორდინაციო საბჭომ ტრადიციული მთის ლუდის სპეციალური „სიწმინდის აქტი“ მოამზადა. დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი მუშაობის გაგრძელება იყო, თუმცა გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი:

„ოსური ლუდის ხარშვის სათავე ნართების ეპოქიდან მოდის. ჩვენი წინაპრები, ტრადიციის დაცვით, დიდი ხანია ამზადებდნენ ამ საკრალურ სასმელს. სამწუხაროდ, ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესს აქვს უარყოფითი მხარეც: პროგრესმა ბევრ სოფელში გამოიწვია ოსური ლუდის დამზადების ამ მეთოდის გაქრობა. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის აღორძინებასა და ახალგაზრდებში ამ უძველესი მეთოდის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.