რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მე დავიბადე აქ, საქართველოში'' - ანსამბლ ,,ალანის'' სოლისტი მაია ძაგოევი


თბილისში, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის ცენტრში ოსური ცეკვის მასტერკლასები ჩატარდა. ვლადიკავკაზიდან ანსამბლ ,,ალანის'' სოლისტები - მაია ძაგოევი და ასლანბეგ გოგიჩაევი ჩამოვიდნენ.

მასთან ერთად ჩამოვიდა ზარინა გუჩამოზივიც, რომელიც აკარდიონზე უკრავს.

მაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  ის საქართველოშია დაბადებული და ძალიან მოხარულია, რომ იმყოფება თბილისში. სტუმრებს მეგზურობას ლეგენდარული ომარ ხუბაევი უწევდა, რომელიც ანსამბლ ,,ნართების'' კონსულტანტია.

ანსამბლ "ალანის" კონცერტმაისტერ ზარინა გუჩმაზოვას თქმით, ის იცნობს ქართული ანსამბლების შემოქმედებას და მათ მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი: "გვსურს გაგიზიაროთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს ოსური ცეკვებისა და მუსიკის შესრულებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცნობთ თქვენი ანსამბლების შემოქმედებას. და მე შემიძლია აღვნიშნო მათი შესრულების მაღალი დონე მთელ კავკასიაში".

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ცეკვის მასტერკლასებს. ცენტრმა უკვე ჩაატარა მასტერკლასები სვანურ, აჭარულ, აფხაზურ, რაჭულ ცეკვებში. წელს მასტერკლასების მონაწილეთა მხრიდან გაზრდილი ინტერესის გამო, გადაწყდა მეორე ტრენინგის ჩატარება, რომელიც ოსურ ცეკვებს მიეძღვნა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამიერიდან მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფებისთვის ტრენინგები წელიწადში ორჯერ გაიმართება:

"ოსური ცეკვის მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს უნდა შეევსოთ აპლიკაცია. 120 აპლიკანტით შემოვიფარგლეთ. სამწუხაროდ, ჩვენი დარბაზი მეტ მოცეკვავეს ვერ იტევს. დღეს, ძირითადად, თბილისიდან არიან ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, მოცეკვავეები. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ასევე, მადლობა ჩვენს მენტორებს".

გახსნაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ხალხის – ქართველებისა და ოსების მეგობრობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას: "ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ოს ხალხს, ჩვენ ერთი ორგანიზმი გვაქვს. პირადად ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ოსური მელოდიებზე ვიღვიძებდი. არ არსებობს ანსამბლი საქართველოში, რომლის პროგრამაში არ იყოს ოსური ცეკვები. ისმის კითხვა: რამდენად სწორად ვცეკვავთ? რამდენად გამართულია ყველანაირად? და ეჭვი გვეპარება, ჩვენ ცოტა ჩვენ ხასიათში გადმოვიტანეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ასე მოგვწონს, ისე მოგვწონს, მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი ვთვლი, რომ ჩვენ სწორად უნდა აღვზარდოთ ამ ნაკვალევზე ჩვენი მომავალი სპეციალისტები", – განაცხადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა დვალიშვილმა.

მასტერკლასის გახსნას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი თამაზ ბესტაევი და ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. თამაზ ბესტაევმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან სტუდენტებსა და ქორეოგრაფებს საინტერესო მასტერკლასი და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.