რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ნინო ელკანოვი არმაზიდან (ფოტოამბავი)
ლეხურის ხეობაში მდებარეობს ლამაზი სოფელი არმაზი. აქ დღეს მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი ელკანოვებისაა. ნინო ელკანოვს მთელი ჩვენი ლენინგორი/ახალგორის რაიონი იცნობს.

ნინოს დაბაში ყველი ჩამოაქვს. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მისი ხელით დამზადებული ყველი, რომელიც ძალიან გემრიელია.

გვინდა, რომ დღეს ნინო გაგაცნოთ. ის მართალია დაბაში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახის წევრები სოფელთან კონტაქტს არ წყვეტდნენ. დაამთავრა ახალგორის #1 სკოლა, შემდეგ 1 წელი თბილისში ისწავლა. მალე უკან დაბრუნდა და მშობლიურ სოფელში დაიწყო ცხოვრება.

,,ჩემს ბავშვობაში არმაზში მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობდა,," - გვიყვება ნინო და აგრძელებს: ,,ელკანოვები, ჩერტკოევები და ტატუნაშვილები. თუმცა ზაფხულობით სოფელს ბევრი ახალგაზრდა სტუმრობდა სხვადასხვა ქალაქიდან… როგორც მე ვიცი გადმოცემით, ძალიან დიდი ხნის წინ ამ სოფელში ცხოვრობდა 64 ოჯახი,"" - იხსნებს ნინო.



ნინოს ცნობით, ამჟმად სოფელში " ელკანოვების" გვარის პატარა სალოცავია, აქ ყოველი წლის ზაფხულში გვარის დღეობას აღნიშნაენ, იკვლება საკლავი, იხდება სახლის ოსური ლუდი, რომელიც წლებია ტრადიციად აქვთ…

ამ სოფლიდან ძალიან ბევრი ელკანოვია გადაცხოვრებული საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. ამ გვარის წარმომადგენლები კი დიდი ხნის წინ, სოფელ " კუცხოეთიდან" არიან ჩამოსახლებულები, რომელიც მდებარეობს ჭურთის ხეობაში და მიეკუთვნება "ქსნის ხეობას"…

,,აქ არმაზში, ჩემს სოფელში მდებარეობს ყველაზე ძვირფასი და ისტორიული წმ.გიორგის ეკლესია, რომელიც თარიღდება 864 წ...."" - ამბობს ნინო. არმაზის ეკლესია მართლაც უნიკალურია და მის შესახებ არაერთი ნაშრომია დაწერილი ისტორიკოსების მიერ.

რაც შეეხება ნინოს,  მისი დიდი ჰობია "ცხენი".



,,ცხენების სიყვარული ასე ვიტყოდი დაბადებიდან მომყვება, დღემდე მყავს "მოხუცი" რომელიც უკვე 18 წლისაა, რადგანაც ხეობაში "დოღს" იშვიათად მართავდნენ, მხოლოდ 3 ჯერ გვაქვს მონაწილეობა მიღებული.."" გვეუბნება ნინო.



,,ცხენზე ასე ვიტყოდი დაბადებიდან ვზივარ, მიყვარს ჯირითი და განსაკუთრებულად მიყვარს ცხენის სუნი. პაპას ჩემს ბავშვობაში ასე 15-მდე ცხენი ყავდა, ჩვენთან ცხენით მოსულ სტუმარს ისე არ გავუშვებდი, რომ არ მეჯირითა, წასვლისას კი ცრემლიანი თვალებით ვაცილებდი ცხენს"" - გვიყვება ნინო.



ნინო იხსენებს ერთ ისტორიასაც, რომელიც გადმოცემით იცის და მისი პატარობის დროს მოხდა:

,,მაშინ ძალიან პატარა ვყოფილვარ, აი სკოლაში ჯერ რომ არ დავდიოდი. მეზობელს ყავდა, ძალიან ცელქი ცხენი, მამაჩემმა შემსვა ცოტახნით, ცელქი და ფრთხვალი ცხენი ყოფილა, შეშინებულა და არ ვიცი როგორ აღვირი ხელიდან დასხლტომია, გაქცეულა, გავუტაცივარ, სანამ იმ ცხენს დაიჭერდნენ, ბებია მძლივს მოუსულიერებიათ. დავკარგეთ ბავშვიო… წვალებით დაჭერილ ცხენზე, ჩაბღაუჭებული იყავი და იცინოდიო...მას მერე არ მახსოვს ოდესმე გაჭენებულ ცხენიდან ჩამოვარდნილიყავი…"" - ამბობს ნინო ელკანოვი.

საახალწლოდ ნინო უკვე დატვირთულია. ,,ვყიდი ყველს, რომელსაც დიდი მოთხოვნა აქვს. რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს სუფთად ამოყვანილი და "დვრიტით" ნატურალური "ყველის დედით" დამზადებული."




სოფელი არმაზი მდებარეობს ზღვის დონიდან 1320 მ. ლენინგორი/ახალგორიდან 14 კმ.



თამაზ გოლოთი ქსნის ხეობიდან
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.