რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ნიქოზში უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი იმუშავებს
ნიქოზში უფასო მამოგრაფიული სერვისი იმუშავებს, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რეგიონის სოფლებში კიბოს სკრინინგის ჩატარებას უზრუნველყოფს.

როგორც ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსიდან'' გვაცნობეს, პროექტს იაპონიის მთავრობა აფინანსებს.

,,2022 წლის 8 დეკემბერს ხელი მოაწერეს იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას. პროექტი განხორციელდება ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრისᲐ და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ერთობლივი ძალისხმევით'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ეტაპზე განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია.

შეხვედრაზე იმყოფებოდა მეგობრობის ხიდი - ქართლოსის წარმომადგენელი სვეტლანა ბიბილური, რომელმაც აღნიშნა, რომ მის შემთხვევაში, თუ მოხდებოდა სიმსივნის ნაადრევად აღმოჩენა, უფრო გაუადვილდებოდა ბრძოლა. მისი სურვილია, რომ სხვა ადამიანებმა იგივე გზა არ გაიარონ, რასაც თავად გადის.



პროექტების ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნი იმამურა აკირა; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ქ-ნი ირმა ზავრადაშვილი;

შიდა ქართლის გუბერნატორი, ბ-ნი მიხეილ შაყულაშვილი; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოქმედი ხელმძღვანელი, თამარ გაბუნია;

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ბ-ნი ალექსანდრე კუტიბაშვილი და სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ამირან გოგიტიძე;

ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ბ-ნი ნიკოლოზ ძამუკაშვილი. Მეგობრობის ხიდი ქართლოსის წარმომადგენელი სვეტლანა ბიბილური.




 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.