რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცე გაიხსნა
"ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა
ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი
პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩანს რუსეთის
სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ
თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის
მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი
ურყევი სულისკვეთება." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ოძისის
საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე.
როგორც აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი ხშირი თხოვნა, რასაც ქართველი პარტნიორებისგან იღებს საელჩო, არის მეტი ამერიკული სივრცის გახსნა.
,,დღეს ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ახალი სივრცე გაჩნდა სოფელ ოძისში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ადგილობრივ მმართველობაში, ოძისის სკოლის ხელმძღვანელობასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბს, რომ ამ პროექტის რეალობად ქცევაში დაგვეხმარნენ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
ოძისის ამერიკული სივრცე ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობს უამრავ რესურსსა და ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა ბევრი რამ ახალგაზრდებს ელის ოძისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები